11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:03-ზე, მთვარე ტყუპშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

ვერძი

მოემზადეთ რთული, მაგრამ საინტერესო დღისთვის. მოგიწევთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რათა ისარგებლოთ ხელსაყრელი სიტუაციით. მოლაპარაკებების გადადება სჯობს: ემოციური დონის მომატება გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე და გაგიჭირდებათ თავის შეკავება და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება.

კურო

დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ და გარშემო მყოფებისგან მხარდაჭერას არ ელოდოთ. ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ, მეტი დრო გაატარეთ მათთან, გულწრფელად განიხილეთ აქტუალური საკითხები. ინტუიცია სწორი მოქმედების არჩევაში დაეხმარებათ.

ტყუპი

ოპტიმისტური განწყობა სწორი ადამიანების მოზიდვაში და განვითარების ახალი შესაძლებლობების გახსნაში დაგეხმარებათ. თუმცა, სამსახურში სხვადასხვა სირთულის გადალახვა მოგიწევთ. შეზღუდეთ კონტაქტები, იმუშავეთ დამოუკიდებლად.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი უფრო შესაფერისია მნიშვნელოვანი საკითხებისა და დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. თქვენი ენერგია მაღალ დონეზე იქნება, რაც დაგეხმარებათ სწრაფად და დროულად გაუმკლავდეთ ყველაფერს. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგად მიდის: თქვენ და თქვენს პარტნიორს მშვენივრად გესმით ერთმანეთის.

ლომი

იმპულსური მოქმედებები თუ გადაწყვეტილებები დღეს უფრო სწორი იქნება და ხელს შეუწყობს სასურველი შედეგების მიღწევას. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ იმას, რასაც საუკეთესოდ აკეთებთ და მოაქვს კმაყოფილება და სიხარული. იყავით კრეატიული.

ქალწული

დილიდან დაიმუხტეთ პოზიტივით, გააკეთეთ სასიამოვნო შენაძენი: ეს გაგიუმჯობესებთ განწყობას და დაგეხმარებათ დატვირთული დღე გაატაროთ პროდუქტიულად და ეფექტურად. კომუნიკაციაში თავაზიანობას გირჩევთ, არ გააკრიტიკოთ სხვები.

სასწორი

რთული საკითხების გადაჭრისას გამოიყენეთ მუშაობის არასტანდარტული მეთოდები, გამოიჩინეთ ფანტაზია და კრეატიულობა. ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოაგვაროთ პრობლემა და თავი გამოიჩინოთ უფროსის წინაშე. დაეხმარეთ სხვებს, გაუწიეთ ყველა შესაძლო მხარდაჭერა კოლეგებს.

მორიელი

მოგეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფები მიზანმიმართულად გაბრაზებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოთ მშვიდი და აკონტროლოთ ემოცია. სიტუაცია მალე გამოსწორდება. კონცენტრირება მოახდინეთ სამუშაოზე და თქვენს პასუხისმგებლობებზე.

მშვილდოსანი

შეეცადეთ შეზღუდოთ კომუნიკაცია, ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება ჩხუბით და ურთიერთ შეურაცხყოფით დასრულდეს. 11 აგვისტოს გარემოებები ხშირად შეიცვლება, ამიტომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და სიტუაციასთან ადაპტაცია გჭირდებათ.

თხის რქა

არ უნდა დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები ან შეხვედრები დღევანდელი დღისთვის: მოგიწევთ სწრაფად რეაგირება ცვალებად გარემოებებზე და ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, ეძებეთ სარგებელი ახალ სიტუაციაში. სასარგებლოა რაიმე ახლის შეტანა რეგულარულ რუტინაში.

მერწყული

ემოციურად რთული დღეა. მნიშვნელოვანია დღეს სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ ჩაერთოთ ჩხუბში ან შეტაკებაში, გააკონტროლოთ ემოციები. იყავით ოპტიმისტური ადამიანების გარემოცვაში, იფიქრეთ პოზიტიურად, შემდეგ უფრო მარტივად შეძლებთ სამუშაოზე კონცენტრირებას.

თევზი

გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი, იყიდეთ რაიმე სასიამოვნო, შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და დღე ნაყოფიერი იქნება. ნუ ეცდებით თანამოსაუბრეების დარწმუნებას, თქვენს მხარეს დაყოლიებას. დაიკავეთ დამკვირვებლის პოზიცია, აკეთეთ თქვენი საქმე ნუ დაკარგავთ დროს.