11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:10-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 15:06-დან

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.

ვერძი

დღეს ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ. მიმოიხედეთ გარშემო, მოუსმინეთ საუბრებს, მაშინ შეგიძლია შეცვალო თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ვარსკვლავები გირჩევენ თავი შეიკავოთ უფროსებთან ვიზიტისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ უსიამოვნო დავალებების შესრულება ან კომენტარების მოსმენა.

კურო

მშვენიერი დღეა გარკვეული საკითხების შესაფასებლად. რთული დავალებების შესრულებისას გამოიყენეთ კრეატიული მიდგომა, თავი დაანებეთ ჩვეულ მეთოდებს და გამოიყენეთ ფანტაზია. ეს გამოგარჩევთ გუნდში და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წახალისება უფროსებისგან.

ტყუპი

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში იწყება ცვლილებები, რომლებიც ირგვლივ ბევრ რამეზე იმოქმედებს. ზოგიერთის მიღება ადვილი არ იქნება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფსიქოლოგიურად მოემზადოთ. გაფრთხილდით, ვიღაც შეეცდება ზეწოლას მოახდინოს თქვენზე და ეცდება მანიპულირებასაც.

კირჩხიბი

რასაც არ უნდა აკეთებდეთ 11 დეკემბერს, იმუშავეთ კომფორტული ტემპით, ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. ამ დღეს აჩქარება გამოიწვევს სერიოზულ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც რთული იქნება. დარწმუნების თქვენი მეთოდი საშუალებას მოგცემთ წარმატებით წარმართოთ მოლაპარაკება და სწრაფად მიაღწიოთ თქვენთვის საჭირო შედეგებს.

ლომი

ამოირჩიეთ გასაკეთებელი საქმეებიდან ყველაზე პერსპექტიული და გააკეთეთ მხოლოდ ისინი. ეს საშუალებას მოგცემთ უახლოეს მომავალში მიიღოთ მნიშვნელოვანი შემოსავალი. ენერგიის მაღალი დონე ასევე დაგეხმარებათ მოაგვაროთ ძველი, რთული საკითხი, რომელიც გამუდმებით გახსენებთ თავის.

ქალწული

რთული და სტრესული დღეა. სასურველი შედეგების მისაღწევად მოგიწევთ მოწინააღმდეგეებთან ადაპტაცია, მათი განწყობისა და ინტერესების გათვალისწინება. თუმცა, ვარსკვლავები დარწმუნებულნი არიან, რომ დღეს ყველა მნიშვნელოვან მოლაპარაკებას წარმატებით ჩაატარებთ. აირჩიეთ თქვენთვის აქტიური პოზიცია, დაიცავით თქვენი შეხედულებები.

სასწორი

თქვენი აზრის გამოხატვისა და რჩევების მიცემის სურვილმა შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა ახლობლებთან და გამოიწვიოს ჩხუბი. გაატარეთ საღამო სასიამოვნო გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

მორიელი

გაძლიერებული ემოციური ფონის მქონე დღეა, როდესაც გაგიჭირდებათ თავის შეკავება და მშვიდად შეფასება რაც ხდება. ნუ მიიღებთ გულთან კრიტიკულ შენიშვნებს ან უხეშ სიტყვებს და მოერიდეთ ჩხუბს კოლეგებთან. მიმართეთ თქვენი ენერგია პასუხისმგებლობებზე.

მშვილდოსანი

რუტინული სამუშაო მალევე მოგბეზრდებათ და თუ ეს შესაძლებელია, აირჩიეთ აქტივობები, სადაც შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი ფანტაზია და იმოქმედოთ უჩვეულო გზებით. საინტერესო ადგილების მონახულება მხიარულ ემოციებს მოგანიჭებთ და პოზიტივით დამუხტავთ.

თხის რქა

კარგი დღეა ძველი იდეების გადასინჯვისთვის, ზედმეტი ნივთების გადასაყრელად ან იმ კავშირების მიტოვებისთვის, რომლებმაც დაგღალეს. ეს დაგეხმარებათ თავისუფლად იგრძნოთ თავი და უფრო სწრაფად წახვიდეთ წინ. საღამოს სიურპრიზი გელით.

მერწყული

თქვენი ხიბლი დღეს უმაღლეს დონეზეა. გამოიყენეთ იგი მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებებისას ან რთული პირადი საუბრისთვის. მოერიდეთ აჩქარებას, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული შეცდომა. ოჯახის წევრებისგან შეიძლება მოისმინოთ საინტერესო იდეა ან კარგი რჩევა.

თევზები

აქტიურ პოზიციას და ინიციატის გამოვლენას პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. კომუნიკაციისას იყავით უფრო თამამი, ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ ან გაღიზიანებთ. ასევე, გულწრფელად ნათქვამი მოთხოვნა დაგეხმარებათ მიიღოთ ის, რაც გსურთ. კარგი დღეა დაგეგმვისთვის.