არ წამოიწყოთ ახალი პროექტები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა.
მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად.
ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ.
გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ.
მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი ნიჭიერ, ალალი და საქმოსანი იქნება, მაგრამ ცინიკოსი. დიდხანს იცოცხლებს
ამ დღის ქვებია: ცისფერი ნეფრიტი, საფირონი და ქარვა.
მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:41
მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადავა 15:57
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.