11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე, მთვარე 03:55-ზე გადავა კუროს ზოდიაქოში

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.

ვერძი

თუ გარემოებების გამო ვინმესთვის შენიშვნის მიცემა მოგიწევთ, მოერიდეთ უკიდურესობას. დაიწყეთ შექებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ამ ადამიანის შეცდომებს.

კურო

დღეს მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ არაფრისმომცემ საუბარს, რომელიც ენერგიას მოგაკლებთ და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისგან მოგწყვიტავთ. უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ საოჯახო საქმეებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპი

დღეს რეკომენდებულია ნაკლები საუბარი და მეტი მოსმენა და კიდევ - დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას. ამ გზით თქვენ შეძლებთ გაიგოთ მათ შესახებ ისეთი რამ, რასაც ისინი თავად არასოდეს იტყვიან.

კირჩხიბი

შესაძლებელია ოჯახური პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს არა ჩხუბით, არამედ გულწრფელი საუბრებით. საღამოს მოამზადეთ გემრიელობები, ერთად და მშვიდად განიხილეთ მომხდარი და მისი მოგვარების ხერხი.

ლომი

კარგი დღეა დასვენებისა და განტვირთვისთვის. უარი თქვით გარე აქტივობებზე და მიეცით საკუთარ თავს სიმშვიდეში ყოფნის შესაძლებლობა. ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ ძალა დაგროვილ საქმეებთან გასამკლავებლად.

ქალწული

გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. მიმართეთ თქვენს შინაგან ხმას და იპოვით პასუხებს ყველა კითხვაზე, თუნდაც იმ კითხვაზე, რომელიც ადრე რიტორიკულად ჩანდა.

სასწორი

დღეს შემთხვევითი ღონისძიებები და შეხვედრები არ გექნებათ. ადამიანი, რომელიც ამ დღეს თქვენ გვერდით იქნება, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში.

მორიელი

დღეს ყველაზე პატარა და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ საყვარელი ადამიანისთვის, არის მშვიდად მოუსმინოთ ყველაფერს, რისი თქმაც სურს. თქვენი ყურადღება არაფერი ღირს, მაგრამ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.

მშვილდოსანი

სამუშაო დღის ბოლოს თქვენთვის საუკეთესო დასვენება იქნება ბუნებაში გატარებული დრო. თუ ქალაქიდან გასვლა არ შეგიძლიათ, უახლოეს პარკში მაინც გაისეირნეთ. სუფთა ჰაერი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

არავის მისცეთ უფლება დაარღვიოს თქვენი სიმშვიდე, გეგმები. იგნორირება გაუკეთეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ თქვენი უარყოფითი ქცევის პროვოცირება.

მერწყული

ნუ უგულებელყოფთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ. უახლოეს მომავალში ის სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით ყველაზე მოულოდნელ მომენტში.

თევზები

რთული სამუშაო დღის ბოლოს თქვენთვის დასვენების საუკეთესო საშუალება იქნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც დაკავებულობის გამო იშვიათად ხვდებით.