11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს კეთილი უნდა იყოთ კლინტებთან და კოლეგებთან. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მშობლებსა და ნათესავებს. საღამოს ახლობლებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით.

ტყუპი

მთელი დღე საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოიმატებს ემოციურობა. საღამოს სუფრასთან მიიპატიჟეთ ყველა თქვენი მეგობარი.

კირჩხიბი

მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნათესავებთან კონტაქტი სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. თუმცა, უსიამოვნო თემებს ნუ შეეხებით.

ლომი

დღეს ნაკლებად იაქტიურეთ და მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს. თუ საშუალება გაქვთ, ბუნებაში გაისეირნეთ, დაკავდით იოგით. ძილის წინ მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას და მიიღეთ ბალახების ჩაი.

ქალწული

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს სამემკვიდრეო საკითხები. გეგმები ჯერ კარგად დააწყვეთ და მერე განიხილეთ გარშემო მყოფებთან. საღამო იმ ადამიანების გვერდით გაატარეთ, ვისთანაც სულიერ სიმშვიდეს გრძნობთ.

სასწორი

ნათესავების ან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, იყოთ დიპლომატიური და თავადაც კარგი რეპუტაცია მოიპოვოთ გარშემო მყოფებში.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული პროექტების დასრულებას. ფიზიკური აქტიურობა კი შეამცირეთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, მეუღლესთან ერთად.

მშვილდოსანი

აკეთეთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და გარშემო მყოფებს არ დააზარალებს. მოერიდეთ აგრესიულობას. საღამო ნათესავებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

დღეს განსაკუთრებით გადარდებთ გარშემო მყოფების აზრი. ეცადეთ, ზედმეტი კითხვებით თავი არ მოაბეზროთ მოსაუბრეებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული

წვრილმანების გარეშე დიდი პროექტები არ კეთდება. იყავით მეტად დაკვირვებული. დაეხმარეთ კოლეგებსაც და ნათესავებსაც. სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტი.

თევზები

შეძლებისდაგვარად დაისვენეთ და ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება. კარგია წყალთან კონტაქტი, საყვარელ ადამიანთან ან შვილებთან ერთად ბუნებაში გასეირნება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით