ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
11 მაისს დაბადებული ადამიანები გამომგონებლური ნიჭითა და კრეატიული აზროვნებით არიან დაჯილდოებულნი. თუმცა, ისეც ხდება, რომ ისინი საკუთარი ტალანტის გამოსავლენად არაფერს აკეთებენ და პასიურობა ურჩევნიათ, აქტიურ ქმედებებს მიზნის მისაღწევად. თუკი ისინი შეძლებენ, საკუთარ თავში ამ თვისების დაძლევას, მათ მართლაც რომ კოლოსალური წარმატება ელოდებათ ცხოვრებაში.