ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე 04:19-დან ვერძშია
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ვერძი
ვერძს ნაყოფიერი და დატვირთული დღე ელის. თქვენი აქტიურობა და პროდუქტიულობა დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ თქვენს კოლეგებს შორის და აიწიოთ კარიერული კიბეზე. არსებობს შანსი, შეხვდეთ განსაკუთრებულს და დაიწყოთ თბილი მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობა.
კურო
დღეს მოგიწევთ აირჩიოთ რას დაუთმოთ მეტი დრო: სამსახურს თუ ოჯახს. იყავით უფრო მოქნილები, ეძებეთ კომპრომისები რთულ სიტუაციაში და შეძლებთ საყვარელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას. ნუ შეგეშინდებათ გარისკვის, პრობლემებისადმი ახალი ალტერნატიული მიდგომების გამოყენების.
ტყუპი
ბოლო დღეები თქვენთვის მოსაწყენი იყო. საინტერესო შეხვედრები სამსახურში, ახალი პროექტები და სარისკო იდეები განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიას მოგიმატებთ. გირჩევენ საღამოს მეგობრებისა თუ კოლეგების გარემოცვაში გატარებას. გქონდეთ პოზიტიური ხედვა იმაზე, რაც ხდება.
კირჩხიბი
მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება ზოგიერთ საკითხზე. პასუხის გაცემამდე ორჯერ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ყველა შედეგი და რისკი. არ მოუსმინოთ სხვა ადამიანების რჩევებს, გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია, რათა არ გახდეთ მანიპულატორების ან არაკეთილსინდისიერების მსხვერპლი.
ლომი
კონფლიქტურ ან რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართეთ თანამოაზრე ადამიანებს ან კოლეგებს, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. დღეს გუნდური მუშაობა უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება. იყავით მიზანმიმართული და არ თქვათ უარი თქვენს რწმენაზე ან გეგმებზე.
ქალწული
დილიდანვე მოგიწევთ ყოველდღიური საკითხებისა და სამუშაო პრობლემების მოგვარება. გამოავლინეთ თქვენი ფანტაზია, თავი დაანებეთ ჩვეულ ქცევას. ამგვარად უფრო სწრაფად გაუმკლავდებით ყველა სირთულეს. თქვენი კრეატიულობა შეიძლება შეამჩნიონ უფროსებმა. პირად ურთიერთობებში ინიციატივა პარტნიორს მიეცით.
სასწორი
გამოიჩინეთ გამძლეობა და მონდომება, არ გადაუხვიოთ თავდაპირველ გეგმებს. თუ მოგიწევთ მოსაწყენი საქმეების კეთება, გამოიჩინეთ თქვენი ფანტაზია და იყავით შემოქმედებითი. გამორიცხული არაა, რომ დღეს საჩუქარი ან სიურპრიზი მიიღოთ, თუმცა ყველა მათგანი არ იქნება სასიამოვნო.
მორიელი
დღე რთული და დაძაბულია. სამუშაო საკითხების მოგვარებაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და უმნიშვნელო საკითხებზე არ უნდა მოცდეთ. თუ საყვარელ ადამიანთან კამათი გქონდათ, გამონახეთ კომპრომისი და დაასრულეთ ჩხუბი პოზიტიურ ნოტზე.
მშვილდოსანი
ნუ გააფუჭებთ განწყობას მცირე პრობლემების ან უსიამოვნებების გამო. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიას შეგმატებთ და რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა სპორტისთვის. დღეს გაქვთ მომგებიანი, საინტერესო ბიზნესშეთავაზების მიღების დიდი ალბათობა.
თხის რქა
გამოიჩინეთ სიფრთხილე, რასაც აკეთებთ. აქტიური პოზიცია მოგიტანთ წარმატებას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები ან შეხვედრები. ვარსკვლავები თხის რქებს საღამოს დასვენებასა და გამოჯანმრთელებას ურჩევენ.
მერწყული
მოემზადეთ რთული, ემოციურად დაძაბული დღისთვის. გარშემო მყოფები ხშირად გაგაღიზიანებთ, კონფლიქტებსა და კამათში აგიყოლიებენ. მოერიდეთ რთულ თემებზე საუბარს, მოერიდეთ ყველა ნეგატიურ ადამიანს. სასარგებლოა მეტი დროის გატარება მარტოობასა და მედიტაციაში.
თევზები
ენერგიის მარაგისა და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად გჭირდებათ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან, დაისვენოთ და გარშემო მყოფებთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ. საქმიანობაში დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კოლეგების დახმარება გამოგადგებათ. რუტინული ამოცანები გადაჭერით შემოქმედებითად და არატრადიციულად.