შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:19-ზე, მთვარე სასწორშია
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა; მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
ვერძი
იყავით უფრო თამამი უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას, დაიწყეთ საუბარი, შესთავაზეთ თქვენი იდეები. ვარსკვლავები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ გზით შეძლებთ ახალი მოკავშირეების პოვნას და სასარგებლო კავშირების დამყარებას. მცირე უსიამოვნებებმა არ უნდა შეგაწუხოთ, ისინი თქვენს კარგ განწყობაზე გავლენას ვერ მოახდენენ.
კურო
ეს დღე დაეხმარებათ გააცნობიეროთ რა შეგიძლიათ და რას მიაღწევთ გარკვეული ძალისხმევით. იყავით დაჟინებული, არ შეგეშინდეთ პრობლემების და მიაღწიეთ იმას, რაც გსურთ. შეიძლება ჩანდეს, რომ ვერ მიიღე ის, რასაც ელოდი, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად წარმატებაა.
ტყუპი
მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, იმოქმედეთ ინტუიციურად. კარგი დღეა შეგიძლიათ არასასიამოვნო ვითარებაც კი თქვენს სასარგებლოდ აქციოთ. განაახლეთ ინტერიერი, შეიძინეთ რამდენიმე ლამაზი ნივთი თქვენი სახლისთვის.
კირჩხიბი
ვარსკვლავები კირჩხიბებს კომუნიკაციაში უფრო თავშეკავებულებს ურჩევენ და არც გეგმები გაუზიაროთ სხვებს. მეგობრებსაც კი შეუძლიათ თქვენი იდეების მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვან. ნუ ჩაერევით კამათში, ვერაფერში დაარწმუნებთ ადამიანებს და უბრალოდ ტყუილად დაკარგავთ დროს.
ლომი
ძველი მეგობრების გარემოცვაში გატარებული დღე განწყობას აგიმაღლებთ. არ დაკარგოთ ძველი კონტაქტები, შესაძლოა მალე დაგჭირდეთ მათთვის დახმარებისთვის მიმართვა. გირჩევთ, დღეს მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ, საყვარელ ადამიანებსაც კი არ ანდოთ თქვენი საქმეები.
ქალწული
მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი განწყობა შეიძლება გაფუჭდეს მოულოდნელი მოვლენების ან საუბრების გამო. გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, არ მისცეთ უფლება ემოციებს გააკონტროლონ თქვენი ქმედებები. მნიშვნელოვანი ან სერიოზული ამოცანები დაგეგმეთ დღის მეორე ნახევრისთვის, როცა თქვენი ენერგიის დონე მოიმატებს.
სასწორი
გაატარეთ დღის პირველი ნახევარი რელაქსაციაში, მიეცით საშუალება საკუთარ თავს უფლება, უფრო დიდხანს იძინოთ, დაისვენოთ. დღის მეორე ნახევარში მეტი ენერგია გექნებათ, ამიტომ სჯობს 11 ნოემბრის შუადღისთვის რთული ამოცანები დაგეგმოთ. შეიძლება მოგემატოთ კრეატიულობა და ექსპერიმენტების სურვილი.
მორიელი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. იყავით აქტიური თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში: დღეს არის შანსი, რომ მათში მიაღწიოთ შესანიშნავი შედეგებს. იყავით კონცენტრირებული და აკონტროლეთ რა ხდება გარშემო, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სერიოზული შეცდომები. საღამოს მოაწყეთ წვეულება სახლში, მოიწვიეთ ახლო მეგობრები.
მშვილდოსანი
კარგი იქნება 11 ნოემბერი განმარტოებაში, დასვენებასა და არსებულ ვითარებაზე ფიქრში გაატაროთ. ეცადეთ ნაკლები ისაუბროთ ან მოაგვაროთ სამუშაო საკითხები. უნდა აღადგინოთ სიმშვიდე და მოემზადოთ ენერგიული აქტივობისთვის.
თხის რქა
დღეს მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და თქვენს საჭიროებებს. გაატარეთ ეს დღე ისე, როგორც გსურთ, გარშემო მყოფებთან მორგების გარეშე. დაისვენეთ, აღადგინეთ ენერგია, გაერთეთ ხმაურიან კომპანიაში. თანამოსაუბრეებად შეარჩიეთ ხალისიანი ადამიანები, რათა განწყობა არ გაგიფუჭონ.
მერწყული
მერწყულისთვის დღე დატვირთული და სტრესული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გადააჭარბოთ თქვენს შესაძლებლობებს და აიღოთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება და დეპრესია.
თევზები
დღეს არის შანსი დაუშვათ შეცდომა იქ, სადაც არ ელოდით. ჩვეული და ნაცნობი საქმიანობასაც კი გულდასმით უნდა აკონტროლოთ და შეამოწმოთ. დაძაბული ტემპით მოგიწევთ მუშაობა, რათა ყველა დაგეგმილი დავალება დროულად შეასრულოთ. კარგი განწყობა დადებითად იმოქმედებს თქვენს შესრულებულ საქმეებზე.