11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს საშუალება მოგეცემათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. სამსახურებრივი რომანი სასიამოვნოდ განვითარდება.

ტყუპი

დღეს ავანტიურა და თავგადასავალი გაგიტაცებთ. მაგრამ უმჯობესია, ახლობლების დაუკითხავად არაფერი მოიმოქმედოთ. განსაკუთრებით, როცა საქმე გრძნობებს ეხება. თუმცა, საქმეებში მცირე რისკი გაამართლებს კიდეც.

კირჩხიბი

დროა საკუთარ თავზეც იფიქროთ. დასვენება, ცვლილებები არ გაწყენდათ. დღეს ჩამოყალიბდებით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და რა მეორეხარისხოვანი.

ლომი

დღის პირველ ნახევარში არსებულ საკითხებში, საქმეებში გაერკვიეთ. ახალი წამოწყებები დღის მეორე ნახევარში გადაიტანეთ. ხშირად გამოიჩინეთ ინიციატივა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან.

ქალწული

დღეს ყველა უსიამოვნებისგან (საქმე, ურთიერთობები) მოგიწევთ გათავისუფლება და შვებით ამოისუნთქავთ. სანამ ახალ საქმეს ხელს მოჰკიდებთ, კარგად გათვალეთ საკუთრი ძალა, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი საქმეებითა იქნება დატვირთული. მოსალოდნელია სტრესული მდგომარეობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ გათქვამთ საიდუმლო ინფორმაციას.

მორიელი

ახალ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. დღეს უკეთ გრძნობთ თავს, ამიტომ, ყველა საქმეს ადვილად მოაგვარებთ. განსაკუთრებით საქმიან შეხვედრებს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კონკურენტებთანაც.

მშვილდოსანი

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც თქვენზე გარშემო მყოფები ამბობენ. თუ ხვდებით, რომ თქვენ ხართ დამნაშავე, გამოასწორეთ სიტუაცია. დღეს პრობლემების მოგვარების სრულიად ახალ საშუალებას მიაგნებთ.

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. მოსალოდნელია სამსახურის საქმეების გამო ავტომობილით გადაადგილება და გაუთვალისწინებელი ხარჯი.

მერწყული

დღეს ახლობლები ყველა წამოწყებაში დაგეხმარებიან. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ახალ პროექტებში ჩართვამდე, კარგად დაფიქრდით. დღეს რასაც გასცემთ, მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ.

თევზები

დროა, გამოიჩინოთ ინიციატივა და პროექტებს ჩაუდგეთ სათავეში. კარგად შეარჩიეთ ხალხი, ვისთან ერთადაც მუშაობას აპირებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ხანდაზმულ ნათესავებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით