ოთხშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 17:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება.
ვერძი
მოგინდებათ რამის, დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენა. თუმცა, გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, გჭირდებათ თუ არა საერთოდ. მოსალოდნელია პრობლემები და გაუგებრობები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. შეინახეთ თქვენი აზრები, ნაკლები ისაუბრეთ.
კურო
ახლა გაქვთ ბევრი ვალდებულება, უნდა მოერგოთ სხვებს, დათანხმდეთ კომპრომისებზე. არ დატოვოთ დაუმთავრებელი სამუშაო, შეეცადეთ საღამომდე დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. უფრო ხშირად დაისვენეთ.
ტყუპი
ბევრი რთული საკითხია მოსაგვარებელი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ 11 სექტემბერს ახალ სასარგებლო გამოცდილებას მიიღებთ და საჭირო ინფორმაციას გაიგებთ. საღამო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, ეს დაგამშვიდებთ და დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ახლის დაგეგმვისა და პრიორიტეტული ამოცანების დასახვისთვის. ეს გაგახალისებთ და დაგეხმარებათ მთავარ მიზნებზე ორიენტირებას. დაუთმეთ დრო საოჯახო საქმეებს, მოამზადეთ რაიმე განსაკუთრებული და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.
ლომი
დატვირთული და ნაყოფიერი დღე გელით. აქტიური ხართ, ენერგიით აღსავსე და კომუნიკაციით დაინტერესებულები. შესაძლებელია სიურპრიზები და იღბლიანი დამთხვევები. პირად ურთიერთობებში მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, იყავით უფრო რბილი და თავაზიანი საყვარელ ადამიანებთან, რათა არ დაიწყოთ ჩხუბი.
ქალწული
დაუთმეთ დრო საკუთარ საჭიროებებს. შეგიძლიათ წახვიდეთ მასაჟზე, სალონში. გაიარეთ საჭირო სამედიცინო გამოკვლევები. თქვენი ხიბლი და მომხიბვლელობა უმაღლეს დონეზეა, 11 სექტემბერს მიზნებს მიაღწევთ მოლაპარაკებებსა თუ კამათში.
სასწორი
უჩვეულო და საინტერესო დღე გელით. იქნება ბევრი შეხვედრა, ინსპირაციული და პოზიტიური მოვლენები. დაკარგულ ნივთებს იოლად, მოულოდნელ ადგილას იპოვით. არ მოგერიდოთ თქვენს წარმატებებზე ლაპარაკი: ვიღაცამ შესაძლოა მომგებიანი შეთავაზება მოგაწოდოთ.
მორიელი
იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე, შეიძლება მოგიწიოთ დიდი დრო დაუთმოთ მათი პრობლემების გადაჭრას. არ უნდა მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. შეისვენეთ და აწონ-დაწონეთ თქვენი პასუხის შედეგები, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.
მშვილდოსანი
დაგროვილმა სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ საჭირო გამოკვლევები. უარს ნუ ამბობთ საყვარელი ადამიანების და კოლეგების დახმარებაზე: ასე უფრო სწრაფად შეძლებთ საქმეების დასრულებას. მოერიდეთ მუშაობისას აჩქარებას.
თხის რქა
ინტუიციას მოუსმინეთ გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ იმოქმედოთ მხოლოდ დადასტურებული მეთოდებით, არ გასცდეთ საზღვრებს და დაიცვათ წესები. კამათში უნდა დაამტკიცოთ თქვენი აზრი, იმოქმედოთ გადამწყვეტად და თავდაჯერებულად.
მერწყული
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. შეიძლება გაიხსნას საინტერესო შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე არ იყო: ისარგებლეთ მომენტით, მოერგეთ გარემოებებს, იყავით მოქნილი. შეძლებთ უფროსზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას, იყავი უფრო აქტიური.
თევზები
ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, იფიქრეთ პოზიტიურად. 11 სექტემბერს შეიძლება რაღაცებმა გაგაბრაზოთ, რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც ელოდით. ვარსკვლავები გირჩევენ მოძებნოთ გამოსავალი, გამოიჩინოთ უჩვეულო მიდგომა პრობლემისადმი. დღეს უმჯობესია გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად და ინტუიციურად.