კურო
თუ არ გსურთ, კონკურენტებმა გაჯობონ, საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ. კარგი დღეა სამართალდამცველებთან ურთიერთობისთვის. მათგან მხარდაჭერას მიიღებთ.
ტყუპი
დამღლელი სამუშაო ჰობით, შემოქმედებითი იდეების განხორციელებით ჩაანაცვლეთ. საღამოს კი საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუთქვით.
კირჩხიბი
დღეს საინტერესო წინადადებებით მოგმართავენ. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. აგრეთვე, გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა.
ლომი
ემოციურად დატვირთული დღე გელით; მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. დაგროვილი ენერგია კი სასარგებლო, შემოქმედებით საქმიანობას მოახმარეთ.
ქალწული
კონკურენტები და არაკეთილმოსურნეები მთელი დღის განმავლობაში ეცდებიან თქვენთვის ნერვების მოშლას, საქმეების შეფერხებას. მაქსიმალურად დაკვირვებით და მოთმინებით უნდა იმოქმედოთ.
სასწორი
კარგი დღეა პირადი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. ან ძველ პარტნიორთან გააუმჯობესებთ არსებულ კავშირს, ან ახალ რომანს დაიწყებთ.
მორიელი
მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან; ეცადეთ, საუბრისას ისეთი სიტყვები შეარჩიოთ, რომ თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საბუთების მოსაწესრიგებლად, დოკუმენტების შესავსებად. გაგიადვილდებათ ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა. მათგან მხარდაჭერა გელით.
თხის რქა
მოთმინებით აღიჭურვეთ და გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. დღეს შეიძლება ვინმესთვის რაიმეს სწავლამ, ახსნამ მოგიწიოთ.
მერწყული
გარშემო მყოფები კრიტიკითა და საყვედურებით აგავსებენ. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ ყოველივეს და მაქსიმალურად გამოასწოროთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ.
თევზები
ახლობლების დახმარებით ან მაღალანაზღაურებად სამსახურს იშოვით, ან ფულის მოგების შანსი მოგეცემათ. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ, რათა მოგების ნაცვლად ვალებში არ გადავარდეთ.