კურო - ვალდებულებებით დატვირთული ხართ, თუმცა, ოჯახისა და ნათესავებისთვისაც უნდა მოიცალოთ. შეიძლება მიმბაძველები გამოგიჩნდნენ, რაც სასიამოვნოა, სანამ გამაღიზიანებელი არ გახდება.
ტყუპი - მოულოდნელი შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ ახლობელთან. შეიძლება მისგან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება მიუბრუნდეთ იმ საქმეს, რომელიც მიტოვებული გქონდათ.
კირჩხიბი - დააკვირდით რა ხდება თქვენ გარშემო. შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ, რომლებთანაც ბევრ საერთოს აღმოაჩენთ. ან შეიძლება ძველ ნაცნობს შეხვდეთ სრულიად მოულოდნელ ადგილას.
ლომი - წარმატებული დღე გელით. მცირე გამარჯვებაც კი უფრო მეტის გაკეთების სტიმულს მოგცემთ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან და შეისწავლეთ ახალი საქმე. შუადღის შემდეგ აღადგინეთ კავშირები, რომელიც გაურკვეველი მიზეზით გაწყვეტილი იყო.
ქალწული - დღეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე იქნებით ორიენტირებული და მასაც გაახარებთ თქვენი ყურადღებით. მთავარია, გაერკვეთ მის მისწრაფებებში და დაემთხვეს გემოვნება.
სასწორი - სიკეთე და დათმობა საუკეთესო თვისებებია, მაგრამ თუ იჩაგრებით, ცოტა მეტი სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ. საღამო საყვარელი ადამიანის გაბედნიერებას დაუთმეთ.
მორიელი - დაგირეგულირდებათ ურთიერთობა ადამიანთან, რომელთან ბოლო დროს დაძაბულობა გქონდათ. საშუალება მოგეცემათ ძალები მოსინჯოთ ახალ საქმიანობაში, ახალი ხელობა შეისწავლოთ.
მშვილდოსანი - დღის პირველი ნახევარი დაგროვილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. გარშემო მყოფებს სასიამოვნოს რომ გაუკეთებთ, თავადაც ბედნიერება დაგეუფლებათ. თავადაც შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ ახლობლებს.
თხის რქა
- ორგანიზებული და მიზანმიმართული ხართ. დღეს ყველა საქმეს იდეალურად გაართმევთ თავს, რასაც ხელს მოკიდებთ. არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვება.
მერწყული - მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ წარსული წარსულში დარჩეს. იმის გამო, რომ წლების წინ შეცდომა დაუშვით, მომავალი არ უნდა გაიფუჭოთ. ყველას უნდა მისცეთ კიდევ ერთი შანსის გამოყენების უფლება. დააფასეთ ის, რაც ახლა რეალურად გაქვთ.
თევზები - ნიჭიერიც ხართ, ყურადღებიანიც და საქმეების მოგვარებას არაჩვეულებრივად გამოგდით. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ ყველაფერს შეძლებთ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, იყავით მიზანმიმართული.