პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:02-ზე, მთვარე მერწყულშია
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
ვერძი: მოერიდეთ ემოციებს აყოლას, მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. იუმორი ყველა რთულ სიტუაციას განმუხტავს. მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები სხვა დღისთვის გადაიტანეთ.
კურო: დღეს ეგოისტურობა და სიამაყე უნდა დაივიწყოთ. იყავით დაკვირვებული, რომ შეცდომები არ დაუშვათ არც საქმეებში და არც ურთიერთობებში.
ტყუპი: გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ, დაგავიწყდეთ. ყველაფერზე მწვავედ რეაგირებთ და გაფრთხილდით, არც თავად დაზარალდეთ და არც სხვები დააზარალოთ.
კირჩხიბი: მშვიდი, ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ, ბუნებაში გაისეირნებთ. მოერიდეთ ემოციურობას; კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.
ლომი: გარშემო მყოფები დაგეხმარებიან ჩანაფიქრის განხორციელებაში. მთავარია, თავად გადაწყვიტოთ, რა გსურთ. არ გირჩევთ აგრესიულობას, სხვებზე მბრძანებლობას.
ქალწული: დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ. არ იკამათოთ ოჯახის წევრებთან.
სასწორი: სამსახურის საქმეები მალევე დაასრულეთ, რომ მეგობრებთან მხიარულებისთვის მოიცალოთ. გადახედეთ საკუთარ გეგმებს, მიზნებს, შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ პროექტებს.
მორიელი: გარშემო მყოფებს თქვენი ეჭვებითა და ვარაუდებით ნუ გააწამებთ. აკონტროლეთ ემოციები. დღეს მოერიდეთ ფინანსური, რთული საკითხების მოგვარებას.
მშვილდოსანი: აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. თუ საჩქარო არაა, ზოგიერთი საკითხის მოგვარება უკეთესი დროისთვის გადადეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა: დღეს ისე უნდა იმოქმედოთ, რომ გარშემო მყოფების პატივისცემა და დაფასება შეინარჩუნოთ. ემოციურობა მომატებულია და გაგებით შეხვდით ყველაფერს.
მერწყული: ნუ დაივიწყეთ დანაპირებს, ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. კარგი დღეა წარსულის გასახსენებლად, შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეს, სტილს.
თევზები: მშვიდი, სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. არ გირჩევთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. ზოგიერთმა შეიძლება ძველი ჰობი გაიხსენოთ.