ავტორი:

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 20:31-ზე, მთვარე ლომშია

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.

ვერძი

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეხედეთ ყველაფერს პოზიტიურად, იღბალი თქვენს მხარესაა და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზები გელოდებათ.

კურო

შეეცადეთ არ გარისკოთ და ყოველთვის იფიქრეთ შედეგებზე. თქვენი აქტივობა ასევე დაგეხმარებათ დიდი ხნის დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. დაგეგმეთ თქვენი ბიუჯეტი; ფული უფრო ეკონომიურად ხარჯეთ.

ტყუპი

დაგეგმეთ დღე, უპირატესობა პრიორიტეტულ, მნიშვნელოვან და გადაუდებელ საქმეებს მიანიჭეთ. გააკეთეთ ყველაფერი ხარისხიანად და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

კირჩხიბი

სამსახურში დაუმთავრებელი საქმეები დაგიგროვდათ და დროა გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ახლობლებს, ისინი სწორ რჩევას მოგცემენ. სახლის დღესასწაულისთვის მომზადება კარგ განწყობას შექმნის.

ლომი

დილით მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობის შექმნა და მაღალი თვითშეფასების შენარჩუნება. ეს თავდაჯერებულობასა და წინსვლის სურვილს მოგიმატებთ. იყიდეთ თქვენთვის ლამაზი ნივთი, დაკავდით ჰობით. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ეს გაგაბედნიერებთ.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი დატვირთული გექნებათ. შესაძლებელია უთანხმოება უფროსებთან, კამათი კოლეგებთან. საღამოსთვის თავს უკეთ იგრძნობთ: ბევრი რთული საკითხის მოგვარებას შეძლებთ. მოსალოდნელია შეხვედრები ახლო მეგობრებთან ან რომანტიული პაემანი.

სასწორი

შეეცადეთ დაასრულოთ ძველი საქმეები. ახალი შეხვედრა ახალ შესაძლებლობებსა და ცვლილებებს მოგიტანთ. გაატარეთ დღე ხალისიან განწყობაზე, საღამო - მეგობრებთან ერთად.

მორიელი

ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას გამოვალინეთ მოთმინება და მიზანდასახულობა. პატარ-პატარა გამარჯვებები მოგცემთ სტიმულს, რომ საქმე უფრო სწრაფად დაასრულოთ. პირველ რიგში შეასრულეთ თქვენი რუტინული ვალდებულებები.

მშვილდოსანი

მოიკრიბეთ ძალა და მოიშორეთ მოძველებული და არასაჭირო ნივთები, კონტაქტებიც. გაასუფთავეთ ადგილი ახალი მოვლენებისა და იდეებისთვის. სამსახურში ახალი, საინტერესო საქმის დაწყება და ავტორიტეტული ადამიანების გაცნობა გელოდებათ.

თხის რქა

დაისვენეთ, დაფიქრდით იმაზე, რაც ბოლო დროს დაგემართათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიგდით. მეტი ისაუბრეთ პარტნიორთან, გაუზიარეთ თქვენი სურვილები. მარტოხელა თხის რქებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.

მერწყული

დღეს გაგიადვილდებათ კოლეგების მანიპულირება და მათი მართვა. შთააგონეთ ისინი პროდუქტიული მუშაობისკენ. თუმცა, იყავით მეგობრული და მგრძნობიარე მათ მიმართ. გამოიჩინეთ არასტანდარტული მიდგომა პრობლემებისადმი, შეცვალეთ მუშაობის წესი.

თევზები

ახალი პერსპექტივები და ბიზნესშესაძლებლობები იხსნება. თქვენი ერთფეროვანი რუტინული ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს, ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა და ექსპერიმენტების. საკითხების არასტანდარტული გზით გადაჭრა მეტ სარგებელს მოგიტანთ. შეინარჩუნეთ ჰარმონია პირად ცხოვრებაში.