კურო
გამოიძინეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო ემოციებით დაიტვირთეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით და არ ეკამათოთ მას. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
ტყუპი
მთვარე თქვენს ნიშანშია, რაც აქტიურობის, მეგობრებთან ურთიერთობის საშუალებას გაძლევთ. კარგი დღეა ტექნიკის შესაძენად, ინფორმაციების მოსაძიებლად. საღამო კარგ წიგნთან ან ფილმთან ერთად გაატარეთ. მოერიდეთ ისეთებს, რომლებიც დაძინებაში შეგიშლიან ხელს.
კირჩხიბი
ახალი გასართობი თქვენგან მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ, დაიცავით ზომიერება. კარგი დღეა ახლობლებისთვის საჩუქრების შესაძენად. საღამოს ოჯახის წევრებთან შეხვედრა სასიამოვნოდ ჩაივლის.
ლომი
იყავით საქმის კურსში. ნუ მოგერიდებათ, გამოიკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ; კარგია ახალი გეგმების განხილვა.
ქალწული
მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობა დადებით ემოციებს შეგძენთ. მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისას ეცადეთ, ემოციები გამორთოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ.
სასწორი
ახალი საქმეების წამოწყებამდე დაფიქრდით, რას მოგცემთ იგი თქვენ და მის გამო რაზე მოგიწევთ უარის თქმა. ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. მოერიდეთ კამათს. არავის ენდოთ.
მორიელი
დაუგეგმავი მნიშვნელოვანი საუბრებიც კი მშვიდად წარმართეთ. ეცადეთ, არ გაართულოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ახალი იდეები კომპეტენტურ პირებთან ერთად მომავალ კვირაში განიხილეთ.
მშვილდოსანი
არავინ ჩახედოთ საკუთარ საქმეში, პირად ცხოვრებაში. საიდუმლოებების გამჟღავნება თქვენვე დაგაზარალებთ. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, სასიამოვნო საქმიანობას.
თხის რქა
კარგი დღეა შეხვედრებისა და მგზავრობისთვის. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, კონკურენეტების დამცირებას. ყველა უსიამოვნება პარტნიორთან ერთად მოაგვარეთ.
მერწყული
იყავით საქმის კურსში, გადაამოწმეთ ინფორმაციები, მაგრამ ნაადრევი დასკვნების გამოტანას მოერიდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
თევზები
შეიძლება ისეთ საქმეებში მიაღწიოთ წარმატება, სადაც ნაკლები იშრომეთ და ისეთში განიცადოთ კრახი, სადაც დიდი დრო და ენერგია ჩდეთ. მოერიდეთ მწვავე დისკუსიებს, კონფლიქტს პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან.