12 ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

12 ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:07-ზე, მთვარე კუროშია

ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს; ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

ვერძი

დღეს შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები გქონდეთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. დღის ბოლოს კი ინფორმაცია მოვა, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებისეულ საკითხზე.

კურო

ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას დანებდეთ, არ დაემორჩილოთ სხვის ნებას, მკაფიოდ განსაზღვრეთ საზღვრები და მოიქეცით მხოლოდ ისე, როგორც თქვენ მიიჩნევთ მიზანშეწონილად. ნუ შეგეშინდებათ მოწინააღმდეგესთან შეკამათების, თუ, რა თქმა უნდა, თვლით, რომ მართალი ხართ.

ტყუპი

თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ დააყოვნებთ ახლობლებისთვის თხოვნას. მარტო საქმეებს ძალიან დიდხანს მოუნდებით და ზედმეტი მუშაობა თქვენს ჯანმრთელობაზე საუკეთესოდ არ აისახება. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

კირჩხიბი

რაც შეიძლება იშვიათად შეხვდით უფროსს, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ახალი საქმეები და ვალდებულებები აგკიდონ. დღეს თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება საკუთარ ამოცანებზე, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. მოიძიეთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა. ერთი სიტყვით, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან, ვინც დაგეხმარებათ, როცა დაგჭირდებათ.

ქალწული

დღის განმავლობაში მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც ძალიან გაგახარებთ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. საღამოს სავარაუდოა შემთხვევითი შეხვედრა იმ ადამიანთან, ვისგანაც დიდი ხანია სიახლე არ ყოფილა.

სასწორი

მშვენიერი დღეა ვირტუალური კომუნიკაციისთვის - დღეს თქვენ გაქვთ ბევრი შანსი, მიიღოთ თანამოაზრების მხარდაჭერა და გაიჩინოთ ახალი მეგობრები ინტერნეტში. მარტოხელებს კი რომანტიკულ ნაცნობობას გელოდებათ.

მორიელი

არ დაიმალოთ, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს და პრეზენტაციებზე, მაშინაც კი, თუ განსაკუთრებული სურვილი არ გაქვთ - გარანტირებული გაქვთ, რომ ისიამოვნებთ. და ასევე კარგი დღეა რომანტიული ნაცნობობისა და პაემნებისთვის.

მშვილდოსანი

ჩაერთეთ თქვენთვის საინტერესო საკითხზე ინფორმაციის შეგროვებაში. დღეს კარგი მცოდნე ადამიანებთან კონსულტაცია. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ არა მხოლოდ ამომწურავი ინფორმაცია, არამედ ბრძნული, პრაქტიკული რჩევები.

თხის რქა

დანიშნეთ საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. ნუ დაზოგავთ ქებას, მადლობას დახმარებისთვის. იმ ადამიანების კარგი დამოკიდებულება, ვისთანაც ახლა გაქვთ საქმე, მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

მერწყული

მუშაობის და შეხვედრების დროს იყავით დაკვირვებული. საქმეებით დატვირთული დღის ბოლოს მიხვდებით, რომ დასვენება გჭირდებათ. ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ საყვარელი ფილმის ყურება, უგემრიელესი კერძები ან გასეირნება.

თევზები

თანამოაზრეებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ. დღე შესაფერისია ვარჯიშის დასაწყებად, თვითგანვითარებისთვის და სულიერი პრაქტიკისთვის.