ავტორი:

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ივლისი სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:46-ზე, მთვარე 12:59-ზე გადავა თხის რქაში

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.

ვერძი: გააუმჯობესეთ საქმიანი კავშირები. განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან. იოლად შეძლებთ რთული სიტუაციის განმუხტვას, ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანების შერიგებას.

კურო: იყავით დაკვირვებული საბუთებთან მუშაობისას. ბავშვების გამო გახშირდება მოლაპარაკებები და გადაადგილება. ყური დაუგდეთ ყველას რჩევას, მაგრამ ისე მოიქეცით, როგორც თქვენთვის აჯობებს.

ტყუპი: ერთ ადგილზე ყოფნა მალე მოგწყინდებათ და ვერც კონკრეტულ საქმეს დაუდებთ გულს. მოგინდებათ სადმე გაქცევა, საქმეების მოგვარებისას აქტიურად ჩართვა, ინტელექტუალური და ტექნიკური შესაძლებლობების გამოვლენა.

კირჩხიბი: შეხვედრების, აზრთა გაცვლის დღეა. ოპერატიულად შეასრულეთ პატარ-პატარა ვალდებულებები. აკონტროლეთ ემოციები, მომატებულია მგრძნობელობა და გაფრთხილდით; ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.

ლომი: ვალდებულებების მიუხედავად ნუ დაივიწყებთ ახლობლებზე ზრუნვას. საქმიანი დიალოგი წარმართეთ დიპლომატიურად. ყველას აზრს დაკვირვებით მოუსმინეთ. საღამო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.

ქალწული: დღეს მუნჯსაც კი აალაპარაკებთ. არ გაგიჭირდებათ საჭირო ინფორმაციის მიღება. საღამოს დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრა, ინტელექტულურ ან სპორტულ თამაშში ჩართვა.

სასწორი: დიპლომატიურად უხელმძღვანელეთ სიტუაციას, გარშემო მყოფებს და საქმეები სათქვენოდ მოაგვარეთ. მშვიდი საუბრით შეიძლება ადამიანს ცუდი საქციელის ჩადენა გადააფიქრებინოთ.

მორიელი: საქმიანი შეხვედრების დროს თამამად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები. საინტერესო ინფორმაციების მიღების დღეა, რასაც სათქვენოდ გამოიყენებთ. შეიძინეთ სპორტული ან ტურისტული ნივთები, რაც შვებულების დროს გამოგადგებათ.

მშვილდოსანი: საქმიანი შეხვედრების, გადაადგილების დღეა. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციებს. პირიქით, დაძაბულობა პარტნიორებთან მშვიდად განმუხტეთ. ეცადეთ გამონახოთ საჭირო სიტყვები ადამიანის დასამშვიდებლად.

თხის რქა: საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ხშირად იფიქრებთ რომანტიკულ შეხვედრაზე. ამაღლებული განწყობა რთული დავალებების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული: აზრთა სხვადასხვაობის გამო მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. მშვიდად განიხილეთ საჭირბოროტო საკითხები. იდეების განხილვისას შეიძლება ახლები დაგებადოთ და ჩაინიშნეთ მომავლისთვის.

თევზები: მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან შეხებას. მეტი დრო დაუთმეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას; განსაკუთრებით, თუ ბავშვებს ეხება. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საყვარელ ადამიანთან.