კურო
რომანტიკული შეხვედრების დღე გელით, როგორც ახლანდელ შეყვარებულთან, ასევე ყოფილთანაც და თუ მის მიმართ ჯერ ისევ არ ხართ გულგრილი, რთული არჩევანის წინაშე დადგებით.
ტყუპი
დღეს ბევრისთვის მრჩეველი და დამხმარე იქნებით. ეცადეთ, არავის მოაკლოთ ყურადღება. კარგი დღეა სამუშაო ჯგუფის შესადგენად. ან გამოცდილ და ერთგულ კოლეგასთან გასაწევრიანებლად.
კირჩხიბი
იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა საქმეებში არ დაუშვათ შეცდომები. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარჩევას, კამათს. უმჯობესია, ეს დღე გართობასა და ხელოვნებას დაუთმოთ.
ლომი
მოულოდნელმა ზარმა ან შეხვედრამ შეიძლება დღის გეგმები შეგიცვალოთ. მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა, დიდი ხნის უნახავი მეგობრის დახვედრა.
ქალწული
შეიძლება ავტორიტეტულ ადამიანებს შეხვდეთ და მათ საქმეებში მხარდაჭერა აღმოგიჩინონ, ან სამსახურის შოვნაში დაგეხმარონ. ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს, არ გამოგრჩეთ დეტალები.
სასწორი
საკუთარ ილუზიებსა და გრძნობებში რომ არ "დაიკარგოთ", გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, ვინც რეალობაში დაგაბრუნებთ.
მორიელი
კარგი დღეა კარიერული საკითხების მოსაგვარებლად ზოგიერთს დაწინაურება, ზოგს ახალი სამსახურის შოვნის შანსი აქვს. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე წინადადება შემოგთავაზონ. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.
მშვილდოსანი
კარგი დღეა დისკუსიებისა და განხილვებისთვის. მთავარია, დასაბუთებულად და ზედმეტი ემოციების გარეშე გადმოსცეთ თქვენი აზრი.
თხის რქა
ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი გარშემო მყოფებთან, თუ არ გსურთ თქვენი ნათქვამი არაკეთილმოსურნეებმა თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. აგრეთვე საიმედო ადგილას გადამალეთ თქვენი ჩანაწერები.
მერწყული
თუ დროს ტყუილად არა გაფანტავთ და დილიდან საქმეების მოგვარებას შეუდგებით, იმაზე მეტ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. მთავარია, არ იზარმაცოთ.
თევზები
ორი კურდღლის მადევარივით არ მოგივიდეთ. ჯერ ერთი საქმე დაასრულეთ და შემდეგ შეუდექით მეორეს. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებსა და ფულის ფლანგვას.