ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54
კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
ვერძი
საქმიან პარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებებისთვის საუკეთესოა არაფორმალური გარემო – ბევრად უფრო ადვილი იქნება პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა და მათი დარწმუნება თქვენს სიმართლეში.
კურო
ვარსკვლავები მკაცრად გირჩევენ, რომ მოერიდოთ გაზრდილ ფიზიკურ აქტივობას – როგორც სპორტში, ასევე ყოველდღიურობაში; კარგია დასვენება, სკვერში გასეირნება.
ტყუპი
განწყობის მუდმივი ცვალებადობა, რომელსაც დღეს განიცდით, ნერვებს მოგიშლით, ამიტომ – იმისთვის, რომ არ ამოწუროთ თქვენი ნერვული სისტემა – მნიშვნელოვანია შეიკავოთ უარყოფითი ემოციები.
კირჩხიბი
დღეს სევდიანად ყოფნა სულ მცირე არაგონივრულია – ეცადეთ, იპოვოთ სიხარულის მიზეზი, მით უმეტეს, რომ დღეს ეს არ გაგიჭირდებათ; იყავით ღიმილიანი საყვარელ ადამიანთან.
ლომი
დღევანდელი დღე ისე უნდა დაგეგმოთ, რომ სამუშაოსთვისაც გქონდეს დრო და დასვენებისთვისაც. ჯერ ერთი, სასიამოვნოდ გატარებული დროით დატკბებით და მეორეც, დაკლებულ ძალას აღიდგენთ.
ქალწული
პროფესიული საკითხი, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ და, სამწუხაროდ, უშედეგოდ, დღეს უცებ მოგვარდება თითქოს თავისთავად – მასზე პასუხი მოულოდნელად მოვა.
სასწორი
ძველი ამოცანების, განსაკუთრებით მიტოვებულის, შესრულება შესაძლებელია და აუცილებელიცაა, მაგრამ ახლის დაწყება ნაადრევია, მათი განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობები ჯერ არ გაქვთ, ამიტომ ცოტა ლოდინი მოგიწევთ.
მორიელი
თქვენი დღევანდელი დღის დევიზი იქნება ძველი სიბრძნე: “თუ გინდა კარგად გააკეთო, თავად უნდა გააკეთო“ – არ უნდა გადაანაწილოთ სხვებზე თუნდაც ყველაზე პატარა და უმნიშვნელო ამოცანების გადაწყვეტა.
მშვილდოსანი
როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ განახორციელოთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული პროექტი თქვენს ცხოვრებაში, მთავარია არ გამოტოვოთ ეს ბედნიერი და შესაბამისად იშვიათი მომენტი.
თხის რქა
იმის გამო, რომ იშვიათად კარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე და ემოციებს აყოლაც არ გახასიათებთ, დღეს შეიძლება არაადეკვატურად მოიქცეთ. თქვენი ასეთი “თავდასხმა“ შეიძლება დაუვიწყარი იყოს სხვებისთვის, ამიტომ ჯობია, თავი ხელში აიყვანოთ.
მერწყული
დღე ხელსაყრელია ურთიერთობების ოფიციალური რეგისტრაციისთვის: დღეს გაფორმებული ქორწინება დიდხანს გაგრძელდება და ბედნიერი იქნება. აგრეთვე სარფიანი იქნება საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმებაც.
თევზები
დღის გეგმის შედგენამდე, აწონ-დაწონეთ თქვენი ძალა – დიდი ალბათობით, არ იქნება საკმარისი ნახევრის შესასრულებლადაც კი. ამიტომ, იმისათვის, რომ არ გადაიღალოთ, ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას და დატვირთვას საკუთარ თავზე.