კურო
შეიძლება დღეს საერთოდ არ აპირებდით ფულის ხარჯვას, მაგრამ მსხვილი თანხის დახარჯვა მაინც მოგიწევთ. თუ ფულზე არ იფიქრებთ, ნაყიდი გულს გაგიხარებთ.
ტყუპი
შეიძლება ახლობელმა ადამიანმა ვერ შეგისრულოთ ის, რასაც დაგპირდებათ. ამიტომ, ნუ გექნებათ სხვისი იმედი, თავად იმოქმედეთ.
კირჩხიბი
ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მთელი დღე ამაღლებულ განწყობაზე იქნებით და სამსახურებრივი თუ ყოფითი პრობლემების მოგვარებაც არ გაგიჭირდებათ.
ლომი
მეგობრები, ოჯახის წევრები და ნაცნობებიც კი სხვადასხვა წვეულებასა თუ კულტურულ ღონისძიებაზე მიგიპატიჟებენ. უარი არავის უთხრათ, გართობა და სასიამოვნო ნაცნობობა გელით.
ქალწული
თუ საკუთარ ოთახში არ ჩაიკეტებით, მხიარულება გელით, - სასიამოვნო შეხვედრა და რომანტიკული თავგადასავალი.
სასწორი
ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას უაზრო საქმიანობაზე. მოაგვარეთ ისეთი საქმეები, რომლებიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარი პრეტენზიები კი არ წამოაყენოთ, მისი მოთხოვნებიც გაითავისოთ.
მშვილდოსანი
რთულ სიტუაციაში ჩავარდნილს ერთგული მეგობარი ან სანდო პარტნიორი გიშველით. მაგრამ მთლად სხვის იმედზეც ნუ იქნებით. ყურადღებით იმოქმედეთ და გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაო.
თხის რქა
ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე ხართ. არ გაგიჭირდებათ არ საკუთრი საქმეების მოგვარება და არც გარშემო მყოფების დახმარება. თუმცა, ეცადეთ, არ გადაიღალოთ.
მერწყული
დღეს ლიდერის თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. გარშემო მყოფები თქვენგან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ელიან. სწორად გაეცით მითითებები; ნუ გააწბილებთ მათ მოლოდინს.
თევზები
დღეს ისეთი ადამიანი უნდა გყავდეთ გვერდით, ვინც მოგისმენთ, დაგარიგებთ და საქმეების მოგვრებაშიც დაგეხმარებათ. მაგრამ ეცადეთ, ზედმეტად არ იწუწუნოთ.