12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

შეძლებისდაგვარად გადადეთ საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები. ზედმეტად ემოციური ხართ და ეცადეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების რჩევებისადმი.

ტყუპი

მაქსიმალურად ყურადღებით განვლეთ ეს დღე. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ზედმეტად გაღიზიანებული იქნებით და ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას ახლობლებთან. გაფრთხილდით, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმეებში.

კირჩხიბი

კარგი დღეა პროფესიონალური საკითხების მოსაგვარებლად. გაგიმძაფრდებათ სიყვარულისა და ყურადღების გრძნობა გარშემო მყოფებისადმი. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა.

ლომი

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, პროექტების განსახილველად, მაგრამ ყურადღებით იმოქმედეთ, დღეს დაშვებული შეცდომა მომავალში ცუდ გამოხმაურებას ჰპოვებს. აგრეთვე გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა გარშემო მყოფებს გული არ ატკინოს.

ქალწული

მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. გაფრთხილდით, ნუ გაანაწყენებთ მეგობრებს, თორემ მათი შემორიგება გაგიჭირდებათ. აგრეთვე გაფრთხილება გმართებთ, რადგან ტრავმული დღეა.

სასწორი

ნუ ეცდებით მიუღწეველზე ფიქრს; არარეალური გეგმების განხორციელებას იმედგაცრუებისა და დანაკლისის გარდა არაფერს მოგიტანთ.

მორიელი

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისა და ურთიერთობების გარკვევისგან. ემოციურად დაძაბული დღე გელით და სასურველია მეტი დრო გაატაროთ წყალთან. კარგია აბაზანის მიღება, ცურვა.

მშვილდოსანი

საქმეების შესრულებისას მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. ნუ გექნებათ მომენტალური გამდიდრების იმედი, ნუ მოიმოქმედებთ სარისკო ქმედებებს. ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ–დაწონეთ.

თხის რქა

კარგი დღეა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის გამოსავლენად. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფთა კრიტიკას; გაფრთხილდით, ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას მეგობრებთან. აგრეთვე, ტრავმული დღეა და გაითვალისწინეთ.

მერწყული

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი მოთმინება გმართებთ ახლობლების მიმართ. ისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება და ეცადეთ მათ გამოსწორებას.

თევზები

აქტიური და რთული დღე გელით. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაო. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად, ექიმთან ვიზიტისთვის. შეეხმიანეთ მეგობრებს, ახლობლებს. დიდხანს ნუ დარჩებით მარტო.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით