12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს გარშემო მყოფებისგან სიყვარულსა და მზრუნველობას იგრძნობთ. თავადაც ეცადეთ, მათ მიმართ გულისხმიერი იყოთ.

ტყუპი

მშვიდი და წყნარი დღე გელით. დღის პირველი ნაწილი დასვენებას დაუთმეთ, საღამო – მეგობრებთან ერთად გართობას.

კირჩხიბი

სასიამოვნო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მთავარია, მიუწვდომელი არ იყოთ, – მობილური თან იქონიეთ.

ლომი

ისე იმოქმედეთ, როგორც თავად გსურთ და არა ისე, როგორც სხვებს გაუხარდებათ. საკუთარ თავზე წინ ნურავის დააყენებთ.

ქალწული

საოჯახო საქმეები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. სახლში სიმყუდროვის შექმნას ინტერიერის განახლებით, დეკორაციების შეცვლით შეძლებთ.

სასწორი

საქმეებისგან განტვირთვას და დასვენებას მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ შეძლებთ. საინტერესო ამბებსაც შეიტყობთ.

მორიელი

დღეს ადამიანების უფლებების დამცველი გახდებით. შეიძლება გლობალურ პოლიტიკურ პრობლემებს არ შეეხოთ და უბრალო ადამიანი კრიტიკისგან დაიცვათ.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფები თქვენს საიდუმლოს გაიგებენ და შეიძლება ეს უკეთესიც იყოს, რადგან ისინი ყველაფერში დაგეხმარებიან.

თხის რქა

დასვენებას ვერ მოახერხებთ, რადგან დილიდანვე უამრავი საქმის მოგვარებას დაისახავთ მიზნად.

მერწყული

რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. შემოთავაზებას კონკრეტული პასუხი უნდა გასცეთ და გვერდით ისეთიც არავინ გეყოლებათ, ვისაც რჩევას ჰკითხავთ.

თევზები

კარგი დღეა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებმაც ბოლო რამდენიმე დღეა მოსვენება დაგიკარგეს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით