ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 20:45-ზე, მთვარე ვერძშია
მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
ვერძი: ზედმეტი ამბიციურობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მეტად იზრუნეთ განწყობის გაუმჯობესებაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე.
კურო: შეძლებისდაგვარად ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და ახალი საქმის დაწყება მომავლისთვის გადადეთ. დღევანდელი დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ, მიმდინარე საკითხები მოაგვარეთ.
ტყუპი: ყველა დოკუმენტი, ცნობა ორჯერ გადაამოწმეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას. არ იკამათოთ ნათესავებთან.
კირჩხიბი: ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ლომი: საქმიანი შეხვედრებისა და ფინანსური საკითხების მოგვარების დროს იყავით დაკვირვებული. არ გირჩევთ საკუთარი აზრის ჯიუტად მტკიცებას. უმჯობესია, დაიწყოთ შეცდომების გამოსწორება.
ქალწული: დღევანდელი დღე საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. შეიძინეთ ახალი ნივთებით, მაგრამ არა ძვირად ღირებული ან გაჯეტები. დატკბით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებით.
სასწორი: სხვების კეთილდღეობის გამო საკუთარ თავს ნუ დაიჩაგრავთ. ნუ შეასრულებთ სხვის საქმე, შეცდომების შემთხვევაში დამნაშავე თქვენ იქნებით. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მორიელი: შეიძლება ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი; პარტნიორების გამო ჩაიშალოს შეხვედრა ან საქმე. არ განაწყენდეთ, უმჯობესია, დღევანდელი დღე დაუთმოთ გადაკეთებას, გაუმჯობესებას.
მშვილდოსანი: იყავით დაკვირვებული მუშაობისას, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსებთან. არ გირჩევთ საკუთარი აზრის ჯიუტად მტკიცებას, სხვებსაც მოუსმინეთ.
თხის რქა: დაწყებული საქმეების დასრულებისთვის უნდა მოიცალოთ. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წინსვლაში, რა უნდა მოიცილოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მერწყული: დაგროვილ საქმეებთან გამკლავების დღეა. ყველაფერს სწრაფად ვერ გააკეთებთ, მაგრამ ნელ-ნელა მოაგვარებთ. იყავით დაკვირვებული, ყველაფერი შეამოწმეთ და გადაამოწმეთ.
თევზები: ის რაც ადრე არ გამოგდიოდათ დღეს უნდა შეძლოთ, ყოველ შემთხვევაში, მოინდომეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი. ეს პროფესიულ საქმიანობასაც ეხება და პირად ურთიერთობებსაც.