შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:13-ზე, მთვარე თევზებშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემების განსახილველად. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აგრეთვე, დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
ვერძი: საქმიანი შეხვედრების დღეა, მიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. მოგეცემათ თქვენი პროექტების გავითარების შესაძლებლობა. იყავით დიპლომატიური და დამთმობი.
კურო: მოიმატებს თქვენი ინტერესი ლამაზი ნივთებისადმი, მაგრამ ფულს ისე ნუ ფალანგავთ, ვალების აღებამ რომ მოგიწოთ. გაიცნობთ გავლენიან და საჭირო ადამიანებს.
ტყუპი: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დღეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებსაც გააკეთებთ. იყავით მეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, დისციპლინირებული.
კირჩხიბი გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი, რომელიც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. იყავით მზრუნველი თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.
ლომიდღეს ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება, რჩევა. იყავით ყურადღებიანი გარშემო მყოფები მიმართ. დაკვირვებით გააფორმეთ საბუთები, იყავით ყურადღებიანი მგზავრობისას.
ქალწული: უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი, ყველაფერი უნდა მოასწროთ, გამოასწოროთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გაისეირნეთ ბუნებაში, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
სასწორი: კამათი არ გიყვართ და სხვას ხშირად უთმობთ, რის გამოც თავად ზარალდებით და მოგვიანებით ნანობთ. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები. საღამოს საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ.
მორიელი: რთულ ვალდებულებებს მარტო ნუ შეეჭიდებით, დახმარება ერთგულ მოკავშირეებს სთხოვეთ. აგრეთვე, ყური დაუგდეთ უფროსი ნათესავების რჩევებს. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.
მშვილდოსანი: მშვიდი საკითხები მოაგვარეთ, დიპლომატიურად წარმართეთ საქმიანი შეხვედრა. კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან შესახვედრად, მათთვის საკუთარი პროექტების გასაცნობად.
თხის რქა: თქვენი მთავარი საზრუნავია, გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამის გამო ხშირად თავად ზარალდებით. ეცადეთ, ყველაფერი სწორად გათვალოთ და საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენოთ.
მერწყული: ყურადღება გმართებთ, თუ ფულთან და დოკუმენტებთან გიწევთ მუშაობა. დააკვირდით დეტალებს, არ დაუშვათ შეცდომები. არ გაართულოთ დამოკიდებულება პარტნიორებთან.
თევზები: არ გირჩევთ დროისა და ენერგიის ფლანგვას უაზრო საუბრებზე, არაფრისმომცემ საქმეებზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან, ვისთანაც ადრე კარგად თანამშრომლობდით. მხოლოდ პოზიტიურზე იფიქრეთ.