13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მომავალში სანანებელი რომ არ გაგიხდეთ, დღეს არავის არაფერს დაპირდეთ. აგრეთვე, მაქსიმალურად ყურადღებით მოაგვარეთ საქმეები. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას.

ტყუპი

აკონტროლეთ ნათქვამი, რათა გარშემო მყოფები არ გაანაწყენოთ და გადაიკიდოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს ახლობლებთან. ხოლო თუ აზრის გამოთქმას მოგთხოვენ, წერილობით ფორმას მიმართეთ.

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და საყვარელ ადამიანთან. თუ ერთმანეთს იდეებს გაუზიარებთ, შეიძლება ახალი საერთო საქმიანობაც წამოიწყოთ.

ლომი

დღეს გლობალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული, მაგრამ ეცადეთ, დეტალებსაც მიაქციოთ სათანადო ყურადღება.

ქალწული

კოლეგებთან და თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ კონფლიქტებსა და უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან.

სასწორი

უამრავი საქმის, როგორც სამსახურებრივის, ასევე საოჯახოს მოგვარება მოგიწევთ. სწორად გადაანაწილეთ დრო, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

მორიელი

დილიდანვე შეადგინეთ სასწრაფოდ შესასრულებელი საქმეების გეგმა, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან შეხვედრისთვის გამოითავისუფლოთ. ნაკლები იწუწუნეთ, განსაკუთრებით ფულზე.

მშვილდოსანი

სირთულეების დასაძლევად დახმარებისთვის ახლობელ ადამიანს მიმართეთ. მოსალოდნელია რევიზია, შემოწმება, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ.

თხის რქა

სიტუაცია მოითხოვს, რომ გარშემო მყოფების საქმეების შესრულებაც და მათზე პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღოთ. შეიძლება ახალი პროექტის ხელმძღვანელობამ მოგიწიოთ.

მერწყული

მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ეცადეთ ეს დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ.

თევზები

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. საქმეებში დახმარება მცოდნე ადამიანს სთხოვეთ. აგრეთვე, სერიოზულ და რთულ საქმეებს მარტო ნუ შეეჭიდებით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით