კურო
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ახლობლებზე ზრუნვას. მიაქციეთ ყურადღება კვებას, ნუ გაირთულებთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას.
ტყუპი
მოერიდეთ აქტიურ ქმედებებს. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებსა და პროექტებს. ნუ აიღებთ ვალებს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან და შვილებთან. ნუ მიაქციევთ ყურადღებას უმნიშვნელო უსიამოვნებებს. ეცადეთ, ყველას აპატიოთ და არ იფიქროთ შურისძიებაზე.
ლომი
კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის, სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთები საკუთარი ნიჭის გამოვლენას შეძლებენ. იყავით თამამი და აქტიური.
ქალწული
მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას; მსხვილ საყიდლებს. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, არაფერი დაკარგოთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას.
სასწორი
მოერიდეთ კონფლიქტს ყოფილ პარტნიორებთან. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდობიანად მოაგვაროთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.
მორიელი
გაფრთხილდით, მოშურნეებმა და კონკურენტებმა იდეების განხორციელებაში არ შეგიშალონ ხელი. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ ოჯახის ორი თაობის, – მშობლებისა და შვილების მიმართ.
მშვილდოსანი
შანსი მოგეცემათ ან გააუმჯობესოთ სასიყვარულო ურთიერთობა არსებულ პარტნიორთან, ან ახალი ნაცნობობა გააბათ. კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.
თხის რქა
მოერიდეთ ფინანსური საქმეების წარმოებას. ფული მხოლოდ საჭირო ნივთებში დახარჯეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ენერგიის აღდგენას.
მერწყული
ეცადეთ, თქვენმა არაკორექტულმა ნათქვამმა გარშემო მყოფებს გული არ ატკინოს. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე,
თევზები
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ახლობლებთან შეთანხმებით მოაგვარეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.