კურო
ნუ ხართ ზედმეტად სერიოზული. ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას. მეტად იმხიარულეთ.
ტყუპი
განწყობა ხშირად შეგეცვლებათ და თავადაც განწყობის მიხედვით უნდა იმოქმედოთ. თავისუფლად ისეირნეთ, სასიამოვნოდ ისაუბრეთ.
კირჩხიბი
მეტი მონაწილეობა მიიღეთ საოჯახო საქმეებში. ნუ ელით, რომ ვიღაც წინ დაგაყენებთ. აუცილებელი არაა, ყველამ აღიაროს თქვენი გამარჯვება.
ლომი
თავისუფლად მოიქეცით, შეიძლება უცნობებსაც გაუბათ საუბარი. საღამო ძველი მეგობრების, ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ.
ქალწული
არაორგანიზებულობა სხვებსაც უნდა აპატიოთ და საკუთარ თავსაც. სხვა დროისთვის გადადეთ ყველა საქმე და დღეს დაისვენეთ.
სასწორი
კითხვის, განათლების მიღების დღეა. გააუმჯობესეთ ძველი კავშირები. შეეხმიანეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს.
მორიელი
მარტივად შეხედეთ ყველაფერს. აპატიეთ გარშემო მყოფებს მცირე შეცდომები. შეიძლება საკუთარ საქმეებზე წინ ოჯახის ინტერესები დააყენოთ.
მშვილდოსანი
ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს. იყავით მეტად დიპლომატიური.
თხის რქა
მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება დასვენებისგან. კარგია, თუ ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარებთ.
მერწყული
გართობისა და ინტერესების დღეა. თანამოაზრეების გამოგიჩნდებიან ბიზნესსა და თამაშში. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.
თევზები
დაბნეული და არაორგანიზებული ხართ. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით.