ავტორი:

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ივლისი ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:45-ზე, მთვარე თხის რქაშია

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი: გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების, აგრესიის გამოვლენას.

კურო: ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეს ნუ მიიღებთ.

ტყუპი: გამონათქვამები შეარბილეთ და საჭესთანაც არ გირჩევთ სიჩქარის გადაჭარბებას. იყავით დაკვირვებული მიმოწერისას.

კირჩხიბი: მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. საღამო ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში გაატარეთ. აკოლტროლეთ ემოციები.

ლომი: დღეს მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. არ გირჩევთ აგრესიის გამოვლენას გარშემო მყოფების მიმართ.

ქალწული: არ დაიწყოთ ახალი საქმეები და არც ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ. იყავით დაკვირვებული. არ ჩაერიოთ კამათში.

სასწორი: დააკვირდით მოვლენებს, ადამიანებს თქვენ გარშემო. მშვიდობიანად გაეცალეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

მორიელი: მშვიდი, ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. საღამო ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

მშვილდოსანი: არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.

თხის რქა: სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია და მოიმატებს ემოციურობა, დაძაბულობა. არ გირჩევთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგამს.

მერწყული: არაფერი ახალი დღეს არ მოიმოქმედოთ. არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. იყავით დაკვირვებული ფულთან, პირად ნივთებთან.

თევზები: მოთოკეთ ემოციები ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. იყავით მშვიდი და ღიმილიანი გარშემო მყოფების მიმართ.