13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ყოველ ნაბიჯზე მცირე შეფერხებები გელით, მაგრამ ნუ დაიძაბებით; მეგობრების დახმარებითა და საკუთარი შრომით ყველაფერს მოაგვარებთ.

ტყუპი

თუ დღეს დასვენება გაქვთ გადაწყვეტილი, ისეთ ადგილას უნდა უნდა წახვიდეთ, სადაც ვერავინ მოგაგნებთ და რაც მთავარია, არავითარი კომუნიკაცია.

კირჩხიბი

დასვენებისა და მხიარულების დღე გელით. მეგობრები და ოჯახის წევრები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ.

ლომი

შორ მანძილზე მგზავრობას არ გირჩევთ, მაგრამ ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გასეირნება ან პიკნიკი, დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

ქალწული

კარგი დღეა საყიდლებისთვის, როგორ საკუთარი თავისთვის, ასევე მეგობრებისთვის. აუცილებლად შეიძინეთ აქსესუარი, იგი თქვენი ამულეტი გახდება.

სასწორი

გაფრთხილდით, პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი, კონფლიქტი. გაუფრთხილდით საკუთარ და საყვარელი ადამიანის ნერვებს.

მორიელი

კარგი დღეა მიმოწერისთვის, როგორც სამსახურებრივი, ასევე პირადი; რაც გააუმჯობესებს თქვენს საქმეებსა და სასიყვარულო ურთიერთობას.

მშვილდოსანი

დღეს კარგ განწყობაზე უნდა იყოთ, რათა გარშემო მყოფები მარტო საჩუქრებით კი არა, კარგი იუმორითაც გაახალისოთ.

თხის რქა

ნურც სამსახურის საქმეებზე იფიქრებთ და ნურც საოჯახოზე. ეს დღე მთლიანად დასვენებას, საკუთარ თავს მიუძღვენით.

მერწყული

დღეს თქვენი სიჯიუტით გარშემო მყოფებში უსიამოვნებას გამოიწვევთ. ბოლომდე მოუსმინეთ რას გეუბნებიან და ისე მოიქეცით, რომ არავის ავნოთ.

თევზები

დღეს გატაცება, სიყვარული და ვნება გელით. სრულიად სხვა ადამიანად იქცევით და ამას გარშემო მყოფებიც შეამჩნევენ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით