ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 19:39-ზე, მთვარე 09:10-ზე გადავა ტყუპში
საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები.მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.
ვერძი: ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ, დაასრულეთ დაწყებული პროექტები. დღეს დაგეგმილი შეხვედრა შეიძლება პარტნიორების გამო ჩაგეშალოთ. ნუ განაწყენდებით, გამოთავისუფლებული დრო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ.
კურო: გადადებული პროექტების გაცოცხლების შანსი მოგეცემათ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ასაკით უფროს ნათესავებთან.
ტყუპი: გახშირდება შეხვედრები თანამოაზრეებთან, მეგობრებთან, ერთად იზრუნეთ საქმეების გაუმჯობესებაზე. მათგან მხარდაჭერას მიიღებთ და იყავით მათი მადლიერი.
კირჩხიბი: ვალდებულებების მოგვარებით ხართ დაკავებული, მაგრამ საქმეების პარალელურად ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს. საღამოს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.
ლომი: უმჯობესია, მეტი დრო საქმეების მოგვარებას დაუთმოთ, ვიდრე გართობას. დაკვირვებულად მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს რჩევა პირად ურთიერთობებსაც ეხება.
ქალწული: მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები, იყავით დაკვირვებული პროდუქტების ყიდვის დროსაც კი. საღამო დაუთმეთ უსარგებლო ნივთების გადახარისხებას, გააჩუქეთ ან გადაყარეთ.
სასწორი: სიახლეები და ჰარმონია გსურთ. შეიძლება განახორციელოთ ახალი იდეები ან მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებდათ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
მორიელი: მსუბუქი საქმეები შეასრულეთ, შეამცირეთ ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა. არ გაართულოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მიიღებთ დივიდენდებს დაბანდებული ფულისგან.
მშვილდოსანი: საქმეების და ვალდებულებების პარალელურად გამონახეთ დრო ახლობლებთან ურთიერთობისთვის. მათთან კონტაქტი განწყობას გაგიუმჯობესებთ და ენერგიით აგავსებთ. ერთად დაგეგმეთ უქმეები.
თხის რქა: საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. კარგად დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მერწყული: საქმიანი შეხვედრებისას აკონტროლეთ ემოციები. საქმეები მალევე დაასრულეთ, რომ საღამო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. ზოგიერთს შეიძლება მოულოდნელად მეგობრები გესტუმრონ.
თევზები: მიზნების განხორციელების და დაწინაურების დღეა. იყავით მეტად მიზანმიმართული. საღამოს მოიცილეთ ემოციური ფიქრები და დრო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ.