13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მთელი დღე დაკავებული იქნებით შეხვედრებით, მოლაპარაკებებით, ინფორმაციის მოძიებით. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ.

ტყუპი

მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები. შესაძლოა, მოულოდნელი მგზავრობა ან შემოსავლისთვის დამატებითი მუშაობა მოგიწიოთ.

კირჩხიბი

დაასრულეთ კვირის საქმეები. მოერიდეთ ფუჭ საუბრებსა და ჭორებს. საქმიანი შეხვედრებისა და მგზავრობისთვის კარგი დღეა.

ლომი

საქმიანი შეხვედრა, მივლინება, ახალ პროექტებზე მუშაობა – ეს ყველაფერი თქვენგან ბევრ ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ საღამოს ექიმის დახმარება დაგჭირდებათ.

ქალწული

სამსახურებრივი საქმეების პარალელურად არც საოჯახო საქმეები დაივიწყოთ. შუადღეს მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯი.

სასწორი

დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს, ფიზიკურ გადატვირთვას.

მორიელი

კარგი დღეა დოკუმენტებთან სამუშაოდ. საქმიანი შეხვედრების, კომუნიკაციისა და კონსულტაციებისთვის.

მშვილდოსანი

მეტი ყურადღება მიაქციეთ კვებას. საყიდლებზე წასულმა სიით იხელმძღვანელეთ, რათა თავი დაიზღვიოთ ზედმეტი ხარჯისგან.

თხის რქა

სიტყვიერად არ აწყენინოთ გარშემო მყოფებს. ამასთანავე, აკონტროლეთ განწყობა. არავის ესიამოვნება ბუზღუნა და პრეტენზიულ ადამიანთან ურთიერთობა.

მერწყული

არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები. ზარმა ან წერილმა უცხოეთიდან შეიძლება მთელი ცხოვრება შეგიცვალოთ.

თევზები

გამოხატეთ თქვენი აზრი ხმამაღლა და მკაფიოდ. იქონიეთ საკუთარი აზრი და დაიცავით საკუთარი უფლებები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით