13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნაკლებად მოიშალეთ ნერვები სხვათა გამო. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას. მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპი

დილა რთული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ზოგიერთი უცხო ენის სწავლას, ცოდნის გაღრმავებას გადაწყვეტს. ისე მოიქცეცით, რომ ავტორიტეტი აიმაღლოთ გარშემო მყოფებში.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანის გამო წარმოუდგენელ საქციელს ჩაიდენთ. ბავშვების გამო და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად მოიმატებს ხარჯი.

ლომი

სამსახურის საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ საბინაო, სარემონტო საკითხები.

ქალწული

ნუ ჩაიციკლებით სამსახურის საქმეებზე. გარშემო საინტერესო მოვლენები ხდება. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

სასწორი

სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები და ფინანსური საკითხების მოგვარება. ადვილად გამონახავთ ენას გავლენიან ადამიანებთან. შეიძლება მფარველი ან სპონსორი გაიჩინოთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დღეს შეძლებთ კონკურენტებსა და საქმიან პარტნიორებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახვოთ. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

მშვილდოსანი

კარგი დღეა სწავლისთვის, პოლიტიკური კარიერის დასაწყებად და მოგზაურობისთვის, მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან.

თხის რქა

დილა მღელვარებასა და უსიამოვნებებს მოგიტანთ. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მოვლენებს. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორთან, სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას. დამატებითი შრომა მოგიწევთ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მერწყული

ყურადღებით იავით, კონკურენტები გააქტიურდებიან. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას.

თევზები

მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. არ გადაიღალოთ ფიზიკურად. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ იმან, ვისი მხარდაჭერის იმედიც გქონდათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით