თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
როგორია 13 თებერვალს დაბადებული ადამიანი
13 თებერვალს დაბადებული ადამიანები ბუნებით გახსნილები, ხმაურიანები და კომუნიკაბელურები არიან. მათ უყვართ საზოგადოებაში ყოფნა და კარგად ეხერხებათ შთაბეჭდილების მოხდენა სხვებზე, საკუთარი საქციელით. თუმცა, თვისება ზოგჯერ ზედმეტად ბევრი ისაუბრონ საკუთარ თავსა და განცდებზე, ხშირად იწვევს გარშემო მყოფების გადაღლას მათ საზოგადოებაში.