ავტორი:

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:36-ზე, მთვარე მორიელშია

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.

ვერძი

მშვენიერი დღე გელოდებათ, თუ ადამიანებთან მშვიდად და კეთილგანწყობილად მოიქცევით. ნუ მისცემთ უფლებას თქვენი აზრები იყოს ძალიან მკაცრი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს მოეწონოს თქვენი ტონი ან ჟესტები. საქმიანობის ახალი სფეროს ძიება წარმატებით დასრულდება, საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ.

კურო

კუროს მოუწევს სხვა ადამიანების თანაგრძნობა და დახმარება. და ვინც არ უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მაინც გამოხატეთ გრძნობები ღიად და ნათლად. ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ პრევენციული ზომები უნდა იქნას დაცული. განსაკუთრებით თუ ცოტა ხნის წინ ვირუსი გქონდათ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე.

ტყუპი

საინტერესო დღე გელოდებათ. წარსულთან შეხვედრა მოგიწევთ, რა თქმა უნდა, გონებრივად. ინტუიციურად გაიგეთ სად და როგორ მოიქცეთ. ფინანსური პრობლემები მოსაგვარებელია, ამიტომ შეწყვიტეთ ნერვიულობა. უფრო მეტიც, საღამოს ფულს მიიღებთ.

კირჩხიბი

დღეს მომართული ხართ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში. დაუყოვნებლივ განსაზღვრეთ რა გიშლით ხელს და რა გეხმარებათ მუშაობაში. სამწუხაროდ, სასიყვარულო ურთიერთობაში ინტუიცია დუმს. აქ ყველაფერი პარტნიორის ქცევაზე იქნება დამოკიდებული. რაღაც საიდუმლო გაირკვევა.

ლომი

მშვიდად შეხედეთ თქვენ გარშემო შექმნილ სიტუაციას. თუ ოჯახში პრობლემებია, არ უნდა გააკრიტიკოთ მხოლოდ პარტნიორი, პასუხი თქვენც მოგეთხოვებათ. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ პრობლემებს, რომლებსაც დიდი ხანია ვერ უმკლავდებით.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა კარიერული და ფინანსური საქმეების მოსაგვარებლად. დაფიქრდით, რა კომერციული სვლები გჭირდებათ ფინანსური პრობლემების დასაძლევად. არ უნდა მოაწყოთ შოპინგი, თუ ფული სხვა საჭიროებისთვის არის გამოყოფილი. მოგზაურობა შესაძლებელია, მაგრამ ყურადღებით.

სასწორი

დროა კონკრეტულად მიიღოთ ის, რაც გეკუთვნით. უამრავ კითხვასაც, რომელსაც პასუხი არ აქვს. მით უმეტეს, თუ ისინი გავლენას ახდენენ ბიუჯეტზე. მიაქციეთ ყურადღება თქვენს დიეტას, თუ წონის დაკლებას აპირებთ. შეყვარებულ წყვილებს უჩვეულო და რომანტიკული საღამო გელოდებათ.

მორიელი

სამუშაო ადგილის შეცვლა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელოდებათ. კარგია იქნება, თუ რუტინულ საქმეებს დაივიწყებთ და დღეს საკუთარ თავს დასვენების უფლებას მისცემთ. ფიქრებში წესრიგი დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ნიუანსების ამოცნობაში.

მშვილდოსანი

გსურთ გამოხატოთ საკუთარი თავი შემოქმედებაში. კონცენტრირება მოახდინეთ ფულზე. შესაძლებელია მეგობრების ან ნათესავების მონახულება. საღამოს გამოიჩინეთ კულინარიული ნიჭი.

თხის რქა

ბევრი არასაჭირო სამუშაო გელოდებათ, წვრილმანებში ჩაიძირებით. არფაერი გააკეთოთ დოკუმენტების გარეშე, განსაკუთრებით თუ ეჭვი გეპარებათ კონკურენტებში. თუ ვერ იპოვით რამდენიმე საიმედო პარტნიორს, მოგიწევთ საქმეების გადადება.

მერწყული

დღეს აჩქარებას არ გირჩევთ. მომავალი დამოკიდებულია კარიერული გზის სწორად არჩევაზე. თუ შვებულებაში მიდიხართ, კარგი არჩევანია. ეს საშუალებას მოგცემთ აღიდგინოთ ენერგია და გამხიარულდეთ. თუნდაც ქალაქგარეთ გასეირნება მოგიტანთ ემოციების ზღვას.

თევზები

თუ გადაწყვეტთ იტანჯოთ მთელი დღე გაფუჭებული ურთიერთობების გამო, მაშინ სამსახურის საქმე გაფუჭდება. ჯობია, გაუფრთხილდით განწყობას და გარეგნობას. არ შეიძლება შეხვედრაზე მძიმე ტვირთითა და სევდით დამახინჯებული სახით წასვლა.