ავტორი:

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:23-ზე, მთვარე თევზებშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი. ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.

ვერძი: საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ, არ გირჩევთ მასთან ეჭვიანობის გამო ურთიერთობის დაძაბვას.

კურო: დღევანდელი დღე მშობლებთან ერთად გაატარეთ, მათ თქვენი მზრუნველობა და ყურადღება აკლიათ.

ტყუპი: იყავით გულუხვი ოჯახის წევრების მიმართ. იოლად გამონახავთ საერთო ენას ყველაზე უცნაურ ადამიანთანაც კი.

კირჩხიბი: გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ლომი: სასიამოვნო შეხვედრების, სიურპრიზების დღეა. აისრულებთ დიდი ხნის ოცნებას, განახორციელებთ იდეებს.

ქალწული: დღეს საქმეები და ვალდებულებები უნდა დაივიწყოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას განმარტოვდით.

სასწორი: საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელოდებათ.

მორიელი: ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, ეცადეთ, არ გაიფუჭოთ რეპუტაცია. არავის გაუმხილოთ საკუთარი მიზნები, სანამ არ განახორციელებთ.

მშვილდოსანი: მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას, რჩევებს გამოცდილი ადამიანებისგან. მარტოხელებს საკურორტო რომანი, ფლირტი გელოდებათ.

თხის რქა: საქმიანი ურთიერთობა შეიძლება მეგობრულში გადაზარდოთ. იყავით მომართული წარმატებაზე და ნურც დასვენებას დაივიწყებთ.

მერწყული: მშვიდად დაიცავით საკუთარი უფლებები. იყავით მომართული არა კამათზე არამედ, მეგობრულობაზე. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების, ბებია-ბაბუების მიმართ.

თევზები: დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრა, ბავშვებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. ეს დღე მხიარულად და საინტერესოდ გაატარეთ.