14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.

ვერძი

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. განიხილეთ ისინი საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან, დასვით კითხვები. ამგვარად შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო შესაძლებლობები თქვენი კაპიტალისა და შემოსავლის დამატებითი წყაროების გასაზრდელად.

კურო

სიზარმაცე დამახასიათებელი იქნება დილიდანვე. დახმარება სთხოვეთ თქვენი ოჯახის წევრებს, შეეცადეთ იმუშაოთ გუნდურად. თუ ეს შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხი სხვა დროს გადადეთ და დღეს საკუთარ თავს მიეცით საშუალება ცოტა დაისვენოთ და გააკეთოთ ის, რაც გიყვართ.

ტყუპი

საოჯახო საქმეები საჭიროებს თქვენს მონაწილეობას. დაუთმეთ დრო ბინის დასუფთავებას. გასამხნევებლად იყიდეთ თქვენთვის პატარა საჩუქარი, დიდი ხნის ნანატრი ნივთი. ეს მოგცემთ სტიმულს. საღამოს სასარგებლოა სეირნობა ან სირბილი.

კირჩხიბი

ნუ მოგერიდეათ გამოცდილი კოლეგებისგან რჩევის მიღება. პროფესიული და თუნდაც კრიტიკული შენიშვნა სარგებელს მოგცემთ. ცუდი დღეა შოპინგისთვის. 14 აგვისტოს არ გჭირდებათ სხვა ადამიანების ჩხუბში ან დაპირისპირებაში ჩართვა.

ლომი

დღეს შესაძლოა ახდეს თქვენი ოცნებები ან პატარა სურვილები. არ დაივიწყოთ თქვენი ძველი კონტაქტები: თქვენი ყოფილი კოლეგები ან კლასელები შეიძლება გამოგადგეთ რთულ საკითხში და უზრუნველყონ საჭირო დაცვა.

ქალწული

სამსახურში შეიძლება იყოს რთული სიტუაციები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ალტერნატიული მიდგომისა და ფანტაზიის გამოყენებით. თუ რამე ჩერდება, შეხედეთ მათ სხვა პერსპექტივიდან. არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. შეძენილი ნივთი სწრაფად გაგიცრუებთ იმედს. შეინახეთ თქვენი საიდუმლოებები, ნუ იქნები გულწრფელი.

სასწორი

სარეზერვო გეგმის ქონა სასარგებლოა მოულოდნელი შეფერხებების ან სირთულეების შემთხვევაში. 14 აგვისტოს გადაამოწმეთ ყველა შესრულებული სამუშაო: დიდია შეცდომების ან არასწორი გამოთვლების აღმოჩენის ალბათობა. ერთ-ერთმა მეგობარმა შეიძლება მოგცეთ სასარგებლო რჩევა. შეეცადეთ იყოთ ტაქტიანი.

მორიელი

რაც უფრო ხშირად შეხვდებით და დაუკავშირდებით საჭირო და გავლენიან ადამიანებს, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. მარტოხელები შესაძლოა შეხვდეთ საინტერესო ადამიანს და დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა. შეეცადეთ იყოთ მშვიდი რთულ სიტუაციაში.

მშვილდოსანი

დაგროვილი საყოფაცხოვრებო საკითხები თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს, ამიტომ მოემზადეთ, რომ ბევრი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს. შესაფერისი დღეა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ახალი დიეტის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად.

თხის რქა

კარგი დღეა, სავსე ხართ მონდომებით და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ხართ. მოახერხებთ კომპლექსური საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას და პასუხისმგებლობით მიუდგებით მნიშვნელოვან ამოცანებს. უთხარით კოლეგებს თქვენი საინტერესო იდეების შესახებ.

მერწყული

დღეს რუტინული სამუშაოს შესრულება და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. შეიძლება მოწყენილობა იგრძნოთ, მაგრამ სახლში მყუდრო გარემო განწყობას გაგიუმჯობესებთ. 14 აგვისტოს უპირატესობა მიანიჭეთ ძველ დაგროვილ საკითხებს და დაასრულეთ დიდი ხნის დაწყებული საქმეები.

თევზები

ეს დღე არაა შესაფერისი ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად ან დიდი ფინანსური ხარჯებისთვის. უმჯობესია ოჯახის ბიუჯეტის განხილვა და ხარჯების ოპტიმიზაცია. ასევე დღეს შეგიძლიათ იპოვოთ შემოსავლის დამატებითი წყაროები. გაატარეთ საღამო სიმშვიდეში, დაისვენეთ და აღიდგინეთ ენერგია.