კურო
შეამოწმეთ ფინანსები. ჩამოწერეთ ხარჯი. დაიწყეთ დილაობით სირბილი და საღამოობით ფეხით სეირნობა. ისე მოიქეცით, რომ საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.
ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. შეამცირეთ ტელევიზორთან/კომპიუტერთან ყოფნა. ძილის წინ მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს პრობლემების დაძლევაში, გაამხიარულეთ.
კირჩხიბი
თქვენი მზრუნველობას საჭიროებენ მშობლები, შვილები, საყვარელი ადამიანი. ეცადეთ მათთან ერთად დაისვენოთ. დღე ქალაქგარეთ გაატარეთ ან ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გაანებივრეთ საჩუქრით, ვახშმით. დაიწყეთ ვარჯიში; გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.
ქალწული
მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მეუღლესთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. მათ კვებისა და ძილის რეჟიმს.
სასწორი
დაიწყეთ ვარჯიში და ჯანსაღი კვება. ახლობლები ყველა საქმეში დაგეხმარებიან. რომანტიკული განწყობა პარტნიორულ ურთიერთობებს გაგიუმჯობესებთ.
მორიელი
მეტად დაისვენთ, არ იფიქროთ სამსახურის საქმეებზე. საოჯახო საქმეების მოგვარებით გართული საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ.
მშვილდოსანი
ყველა საქმე ორშაბათამდე გადადეთ და დღევანდელი დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. რომანტიკული ნაცნობობა გელით.
თხის რქა
გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, ბიზნესის გაფართოების, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმების საშუალება მოგეცემათ. საყვარელ ადამიანს მხარდაჭერასა და მზრუნველობას ნუ მოაკლებთ.
მერწყული
ჩამოწერეთ ახალი საქმეების სია, რომლებსაც ორშაბათიდან განახორციელებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
თევზები
ახალი საქმის წამოწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტებთან. თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბათ, იქნებ იზრუნოთ მის გაუმჯობებაზე.