14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ გექნებათ დახმარების იმედი. ყველა საქმე თავად და დაკვირვებულად მოაგვარეთ. მაქსიმალურად გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა; გარშემო მყოფების მხრიდან აგრესიის გამოხატვა.

ტყუპი

დილით მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. სიფრთხილით მოეკიდეთ პირადი საკითხების მოგვარებას. რთულ საკითხებში დასახმარებლად გავლენიან მეგობრებს მიმართეთ.

კირჩხიბი

დილიდანვე მოაგვარეთ საოჯახო პრობლემები. დაძაბული სიტუაციის ფონზე გაგიუარესდებათ ფსიქოემოციური ფონი. უმჯობესია, თუ შეამცირებთ პირად კონტაქტებს და "საქმეში თავით გადაეშვებით".

ლომი

ავარიულად საშიში დღეა, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. აგრეთვე მოერიდეთ კონფლიქტებს გარშემო მყოფებთან. ნუ იქნებით ზედმეტად აგრესიული. ელექტროსაგნებთან სიფრთხილე გმართებთ.

ქალწული

გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება გეგმები თავდაყირა დაგიყენოთ. ძველ ნაცნობთან მოულოდნელი შეხვედრა არასასიამოვნო მოგონებებს გაგახსენებთ. გადადეთ საყიდლები, საქმიანი შეხვედრები, ფინანსური და სადაზღვევო საკითხების მოგვარება. მოერიდეთ ექსპერიმენტებს.

სასწორი

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას; ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. აგრეთვე ტრავმული დღეა. ნუ ჩაერევით კონფლიქტებში და გაერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს.

მორიელი

დღეს მარტივად გამოააშკარავებთ სხვის შეცდომებს, მაგრამ საკუთარსაც ვერ დამალავთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავი.

მშვილდოსანი

დღეს დაწყებული ყველა საქმე დაასრულეთ, არ გადადოთ. მოსალოდნელია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. ყურადღება მიაქციეთ მათ ნათქვამს, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდეს.

თხის რქა

მოერიდეთ გემების შედგენას. გადადეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გაუფრთხილდით ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან. ნუ ჩაერევით მათთან კონფლიქტებში.

მერწყული

ყურადღებით მოაგვარეთ საზღვარგარეთ მოგზაურობასა და ვიზათან დაკავშირებული საკითხები. კარგი დღეა უცხოეთში ბიზნესის გაფართოებაზე დაფიქრება, საზღვარგარეთ სამსახურის მოძიება.

თევზები

კრიზისული დღე გელით, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებას. აგრეთვე, გადადეთ შეხვედრები ადვოკატთან და საქმიან პარტნიორებთან. მოერიდეთ ფინანსური საკითხების წარმოებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას შვილებთან. მოსალოდნელია კრიზისი პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით