14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

შეხვედრებითა და სასიამოვნო ამბებით დატვირთული დღე გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

ტყუპი

საქმეები სირთულეების მიხედვით დაახარისხეთ და პირველად ყველაზე მნიშვნელოვნები შეასრულეთ. მეტად დაინტერესდით საოჯახო საქმეებითა და ურთიერთობებით. მოიკითხეთ ნათესავები.

კირჩხიბი

აუჩქარებლად, დაკვირვებულად იმუშავეთ. გადახედეთ ფოსტას, შეხვდით ახლობლებს. არავინ დატოვოთ უყურადღებოდ. ახლობლები სამსახურის საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

ლომი

განიხილეთ და მოაგვარეთ რთული საკითხები. დაიხმარეთ გამოცდილი ადამიანები, მაგრამ საქმეს მათ სრულად ნუ გადააბარებთ და თავად ნუ დაისვენებთ. მეტი დრო დაუთმეთ პრაქტიკულ საქმეებს და ნაკლები – ილუზიებს.

ქალწული

კარგი დღეა შეხვედრებისა და საქმეების მოსაგვარებლად. მოუსმინეთ გარშემო მყოფებს და ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. პრობლემებთან შეჯახებისას, ეცადეთ, "ბუზი სპილოდ არ აქციოთ". საღამოს კარგია ცურვა, საუნა, აბანო.

სასწორი

მეტად ყურადღებით უნდა იმუშაოთ. აკეთეთ ერთი საქმე და საფუძვლიანად, ვიდრე ყველა ერად წამოიწყოთ და თავი და ბოლო აგებნეთ. ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში და უფრო მეტიც, ნუ ეცდებით მათი საქმეების მოგვარებას.

მორიელი

შეეხმიანეთ იმ ადამიანებს, ვისზეც თქვენი საქმეების წარმატებაა დამოკიდებული. ყველაფერი "ფხიზელი თვალით" აკონტროლეთ, ემოციებმა ცრუ ილუზიები არ შეგიქმნათ. გადახედეთ ფინანსებს, აკონტროლეთ ხარჯები, რათა სტაბილურობა შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

თქვენი სურვილები მეტ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. ამიტომ დროა, დამატებითი შემოსავალი მოიძიოთ. რომანტიკული ურთიერთობები ცოტა გვერდზე გადადეთ და დრო იმ ადამიანებს დაუთმეთ, ვინც თქვენს დახმარებას საჭიროებს.

თხის რქა

საქმეების შესასრულებლად მეტად გარჯა მოგიწევთ. მოერიდეთ კონფლიქტს პირად და საქმიან ურთიერთობაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში.

მერწყული

საქმეების წარმატება ნიუანსების მოგვარებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ყურადღებით იყავით და არც ერთი დეტალი არ გამოგრჩეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს; საოჯახო საქმეებს.

თევზები

უარი არ თქვათ დახმარებაზე. ყური დაუგდეთ კოლეგების რჩევას, მათთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები. კარგი დღეა ახლის შესასწავლად. მიხედეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ სტრესს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით