14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტი ყურადღება მიაქციეთ საქმეებს. დაიწყეთ ვარჯიში, სირბილი. სახლში უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

ტყუპი

მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. ოჯახის წევრებთან ერთად ეწვიეთ გასართობ, დასასვენებელ ცენტრს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

აქტიურად ჩაერთეთ ახალ პროექტებში; აკონტროლეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმე. პატივი ეცით გარშემო მყოფების აზრს და გაგიუმჯობესდებათ მათთან ურთიერთობა. სიახლე შეიტანეთ პირად ცხოვრებაში, მაგრამ ექსტრავაგანტურობას მოერიდეთ.

ლომი

წარმატება თქვენ მხარესაა, თამამად წამოიწყეთ ახალი პროექტები. მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანისა და შვილების მიმართ. მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ ვარჯიში და ჯანსაღი კვება.

ქალწული

სამსახურთან დაკავშირებით ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, უკეთეს დროს დაელოდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს. თუ პირად ურთიერთობაში რაღაც არ გაკმაყოფილებთ, პარტნიორს მშვიდად დაელაპარაკეთ.

სასწორი

დღეს შესრულებული საქმეები მომავალში ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ნათესავების ჭირვეულობის მიმართ მეტად ლოიალური უნდა იყოთ. გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მორიელი

მიხედეთ დაგროვილ საქმეებს. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. სამსახურში გადაღლილობამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.

მშვილდოსანი

ახალი სპონსორი ან მფარველი გამოგიჩნდებათ, რომელიც საქმეების წარმატებაში დაგეხმარებათ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები.

თხის რქა

დღეს სწრაფად და სწორად უნდა იმოქმედოთ. ახლობლებთან ერთად განიხილეთ უქმეები, შვებულება. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით ორიგინალური იდეების განხორციელებას შეძლებთ.

მერწყული

წარმატება გელით სამსახურში. დღეს შესრულებული საქმეები მომავალში ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მარტო დარჩენილმა გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და დაიწყეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

თევზები

ეცადეთ შეინარუნოთ მიღწეული წარმატება; გააუმჯობესოთ შედეგი. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. უფრო მეტიც, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თქვენზე განაწყენებულ ახლობლებთან. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით