14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ დააგვინებთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, წვეულებაზე, სადაც გელიან. საოჯახო საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო.

ტყუპი

დღეს მხოლოდ იმ საქმეებს მოჰკიდეთ ხელი, რომელსაც მარტო გაუმკლავდებით. ზედმეტად ნუ გადაიღლებით. გაანებივრე გარშემო მყოფები იუმორითა და ტკბილი სიტყვით.

კირჩხიბი

დღეს თქვენი მხარდაჭერა, მორალურიც და მატერიალურიც შეიძლება ახლობლებს დასჭირდეთ და ეცადეთ, მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდში.

ლომი

ნუ გექნებათ სხვისი იმედი. ყველა საქმე თქვენი გასაკეთებელი და მოსაგვარებელი გახდება. სამაგიეროდ, გამოცდილებას შეიძენთ და მომავალში უფრო ადვილად გაუმკლავდებით პრობლემებს.

ქალწული

კარგი დღეა საყიდლებისთვის. დღეს შეიძლება ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით.

სასწორი

გაგიჭირდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება. უმჯობესია, ყველაფერი კარგად გაარკვიოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.

მორიელი

ნუ ელით, რომ თქვენს მაგივრად საქმეს სხვა გააკეთებს. ინიციატივა გამოიჩინეთ ყველა საქმეში როგორც სამსახურებრივ, ასევე – პირად.

მშვილდოსანი

კარგი დღეა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. შეხვდით საყვარელ ადამიანს და დაელაპარაკეთ თქვენს გრძნობებზე, სამომავლო გეგმებზე.

თხის რქა

გადახედეთ ბიუჯეტს. ხომ არ გეჩვენებათ, რომ საკუთარ სიამოვნებაზე საერთოდ არ ხარჯავთ ფულს. მაგრამ ნურც გადაამეტებთ. ფული ზომიერად ხარჯეთ და ხანდახან საკუთარი თავიც გაანებივრეთ საჩუქრებით.

მერწყული

თქვენ გარშემო შეიძლება ჭორები და ინტრიგები დახლართონ. არავის მისცეთ შანსი, საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენონ. მშვიდად შეხვდით ყველაფერს და სიმართლე სწრაფად და თავისით გაირკვევა.

თევზები

შეიძლება მოულოდნელმა მგზავრობამ მოგიწიოთ. ყურადღებით იყავით არაფერი დაგრჩეთ, დაკარგოთ. შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღოთ და მათ მიმართაც ყურადღება გმართებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით