14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ფინანსური საკითხების მოსაგვრებლად. ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული იუმორი განტვირთავს რთულ სიტუაციას და მეგობრულ ატმოსფეროს შექმნის.

ტყუპი

ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. მარტოხელა ტყუპს საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება მიეცემა.

კირჩხიბი

კარგი დღეა განაწყენებულ მეგობრებთან შესარიგებლად. თქვენ მგრძნობიარე, კეთილი ადამიანი ხართ; პატიებაც შეგიძლიათ და ამიტომ ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი თავად გადადგით.

ლომი

ენერგიული და ხალისიანი ხართ, რთულ საქმეებსაც კი ისე ადვილად გაართმევთ თავს დაღლას ვერ იგრძნობთ. კარგი პერიოდი გარშემო მყოფების დასახმარებლად. მათი პრობლემების მოსაგვრებლად.

ქალწული

დღეს დაარეგულირებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. შეძლებთ სასარგებლო და საჭირო საქმეების დაბალანსებას. გახსოვდეთ, მთავარი მწვერვალის დაპყრობა არაა, მთავარი წარმატების შენარჩუნებაა.

სასწორი

მოერიდე მაღაზიებში სიარულსა და ნივთების შეძენას. სეირნობა-რჩევაში შეიძლება იმდენი ლამაზი, მაგრამ გამოუსადეგარი ნივთი იყიდოთ და იმდენი ფული გაფლანგოთ, რომ თავადაც გაოცებული დარჩებით.

მორიელი

მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს. დაეხმარეთ საქმების, პრობლემების მოგვარებაში. საღამოს, განწყობის ასამაღლებლად რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი

მაქსიმალურად მოერიდეთ უფროსთან შეხვედრას, მასთან შეკამათებას. შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და ”თავჩარგულმა” იმუშავეთ.

თხის რქა

კარგი დღეა ხანგრძლივვადიანი პროექტების დასაწყებად. ფულის დასაბანდებლად და ახალი საქმეების დასაწყებად. მთავარია, არ აჩქარდეთ, ყველა დეტალი დაწვრილებით შეისწავლოთ და პროცესები აკონტროლოთ.

მერწყული

არავის მოატყუებინოთ თავი. გაფრთხილდით, ნუ ენდობით გარშემო მყოფებს. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.

თევზები

სამსახურებრივ პრობლემებს იუმორით შეხედეთ. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ბუნებაში გაისეირნეთ ან კულტურული ადგილები დაათვალიერეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით