14 მაისს დაბადებულ ადამიანს იდეალურობისკენ სწრაფვა ზოგჯერ საკმაოდ ძვირი უჯდება

14 მაისს დაბადებულ ადამიანს იდეალურობისკენ სწრაფვა ზოგჯერ საკმაოდ ძვირი უჯდება

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია 14 მაისს დაბადებული ადამიანი

14 მაისს დაბადებული ადამიანები კარგი ექსტრასენსორული თვისებებით და წინასწარ ჭვრეტის ნიჭით გამოირჩევიან სხვებისგან. ისინი გამუდმებით ცდილობენ, როგორც საკუთარი თავი, ისე გარემომცველი სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. თუმცა იდეალურობისკენ სწრაფვა ზოგჯერ მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ. რასაც ჯანმრთელობის გაუარესება და სტრესი მოსდევს თან.