14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:22-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.

ვერძი

საყვარელ ადამიანთან უთანხმოება დაარღვევს თქვენს წონასწორობას და ოჯახში ნდობას. ვარსკვლავები თავშეკავებას, თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებთან კონტაქტების შეზღუდვას გირჩევენ. არ არის რეკომენდებული გარისკვა ან ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვა.

კურო

ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. არ გირჩევთ რისკზე წასვლას და შოპინგს. უმჯობესია შეამციროთ აქტივობა და დაალაგოთ თქვენი აზრები და გრძნობები. საღამოს კარგია დასვენება ოჯახთან ერთად, თამაშები ბავშვებთან.

ტყუპი

ვარსკვლავები თავშეკავებას, ცდუნებებზე წინააღმდეგობის გაწევას, კონტაქტების შეზღუდვას გირჩევენ. არ არის რეკომენდებული გარისკვა, ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

დილა აქტიურ ქმედებს უნდა დაუთმოთ. თამამად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები. საღამოს უმჯობესია შეამციროთ აქტივობა და დაალაგოთ თქვენი აზრები და გრძნობები. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითობას. ჩართეთ ბავშვებიც.

ლომი

საინტერესო სამუშაო ან პროექტების განხორციელება გელოდებათ, რომლებიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, უკუნაჩვენებია აჩქარება და აურზაურის შექმნა.

ქალწული

ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. სასურველია, გადადებულ საქმეებთან მიბრუნება და მათი დასრულება. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს.

სასწორი

არახელსაყრელი დღე რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად. სავარაუდოა პრობლემები მეგობრებთან ან უსიამოვნო ამბების გაგება, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. უნდა ისწავლოთ ემოციებთან გამკლავება.

მორიელი

ხანგრძლივი დასვენების დრო დადგა. რეკომენდებულია არდადეგების, მოგზაურობის დაგეგმვა, დაწყება. თქვენი გრძნობების უკეთ გასაგებად, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომ ეს დღე მარტოობაში უნდა გაატაროთ. შესაძლოა უახლოეს ადამიანებს თქვენი დახმარება და თანადგომა დასჭირდეთ.

მშვილდოსანი

დილა აქტიურია და ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა ამ დროს დანიშნეთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამორიცხეთ ფიზიკური აქტივობა, რისკი. დიდია ტრავმის ალბათობა.

თხის რქა

ვარსკვლავები საეჭვო პირებთან კონტაქტების შეზღუდვას გირჩევენ. მათთან საქმიანობამ შესაძლო ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. შეეცადეთ იყოთ კრიტიკული საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და მოერგოთ ახალ გარემოებებს.

მერწყული

ცვლილებების, ენერგიის გარდაქმნის დროა. პირად ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები გელოდებთა, როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჭორის მსხვერპლი გახდეთ. უნდა მიიღოთ ყველა ზომა ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მეგობრობისა და ოჯახური კავშირების აღსადგენად. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ემოციების გადაჭარბება შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან.