საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფილქტისგან.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ;
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს.
მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ბედნიერი და მდიდარი იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ამაყი და არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია - თევზისა და ბოსტნეულის.
თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
ამ დღის ქვებია: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი და ქრიზოპრაზი.
მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 2:52
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.