პარასკევი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 20:03-ზე, მთვარე ტყუპშია
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
ვერძი: მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღეს არ დაგეგმოთ. უმჯობესია, მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით, იყოთ მზრუნველი და მოსიყვარულე მის მიმართ.
კურო: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. კარგი იქნება, თუ ერთად გაემგზავრებით ქალაქგარეთ და იმხიარულებთ.
ტყუპი: მეგობრებთან შეხვედრისა და მხიარულების დღეა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. მეგობრებმა დაამეგობრეთ თქვენი შვილები.
კირჩხიბი: დღევანდელი დღე დაუთმეთ დასვენებას ოჯახთან ერთად დროის გატარებას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.
ლომი: დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა ან გაღრმავება. საღამო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
ქალწული: მოგინდებათ ახალი ნივთების შეძენა საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის. შეიძლება დაგაინტერესოთ ფსიქოლოგიამ, არტთერაპიამ.
სასწორი: საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ საინტერესო, ისტორიულ ადგილებში. მარტოხელებს გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა.
მორიელი: გამოიყენეთ ეს დღე თქვენი შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაემგზავრეთ ქალაქგარეთ და დაისვენეთ სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში.
მშვილდოსანი: მეგობრებთან შეხვედრის და მხიარულების დღეა; მოინახულეთ საინტერესო ადგილები. ერთად გადაწყვეტთ ახალი საქმის დაწყებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას.
თხის რქა: გაატარეთ ეს დღე ოჯახის წევრების გვერდით. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. მოაწყვეთ დღესასწაული, საღამოს უმასპინძლეთ ნათესავებს.
მერწყული: გამოიყენეთ ეს დღე სწავლისთვის, ახალი პროგრამის, ტექნოლოგიის ასათვისებლად. გამონახეთ დრო დედმამიშვილებისთვის. მოინახულეთ ან შინ უმასპინძლეთ.
თევზები: მოგინდებათ ლამაზი ნივთების შეძენა, საკუთარი თავის და ოჯახის წევრების განებივრება გემრიელობებით, საჩუქრებით. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.