14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 06:19-ზე, ხოლო პირველი დღე დაიწყება 21:54-ზე, მთვარე სასწორშია

მთვარის კალენდრით ოცდამეათე დღე ყოველთვის არ დგება. ეს ჰარმონიის, სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა. დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. სიზმრები სასიხარულოდ ცხადდება. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. აკონტროლეთ ემოციები. არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ხორცეულს. უარი თქვით სმასა და სიგარეტზე.

ვერძი

კარგი დღეა, მთავარია იყოთ აქტიური და ეძებოთ შესაძლებლობები რუტინულ საქმეებთან გასამკლავებლად. ასევე სასარგებლოა თქვენი საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამონახვა. მოერიდეთ კამათს, დღეს ოპონენტებთან თქვენი აზრის დამტკიცებას ვერ შეძლებთ.

კურო

არ უნდა დაკარგოთ დრო: გამოიჩინეთ ინიციატივა, არ შეგეშინდეთ უჩვეულო იდეების შეთავაზება და რთული ამოცანების შესრულება. ყველა შეთავაზება არ იქნება მომგებიანი და საინტერესო; დაუყოვნებლივ არ გასცეთ პასუხი, შეისვენეთ, შეაფასეთ რისკები.

ტყუპი

თუ თავს შეიკავებთ და შეეგუებით იმას, რაც არ მოგწონთ, თქვენი შფოთვა და გაღიზიანება შეიძლება გაიზარდოს და, შედეგად, თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდეს. ღიად გამოხატეთ თქვენი აზრი, უარი თქვით იმაზე, რაც გაღიზიანებთ ან გაწუხებთ.

კირჩხიბი

ახალი საინტერესო ადგილების მონახულება ნათელ შთაბეჭდილებებს შეგმატებთ და განწყობას აგიმაღლებთ. თუმცა, ფრთხილად იყავით უცნობებთან, რათა არ გახდეთ მათი მანიპულაციის მსხვერპლი. იყავით უფრო აქტიური და ყურადღებიანი პირად ურთიერთობებში, ენდეთ პარტნიორს.

ლომი

ოპტიმისტური განწყობით საინტერესო ადამიანებს მიიზიდავთ. თავიდან აიცილეთ სარისკო წამოწყებები და წინადადებები, რათა არ დაკარგოთ რაიმე ძვირფასი.

ქალწული

გარშემო მყოფები სიამოვნებით დაგეხმარებიან, მოგცემენ რჩევებს და ხელს შეგიწყობენ წინსვლაში. შესაძლოა, დღევანდელი მოვლენების გამო შეგეცვალოთ აზრი ვინმეს ან რაღაცის შესახებ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები.

სასწორი

მზის დაბნელება და ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია. ცვლილებების დრო დგება. მოგინდებათ განახლება, რაღაცის შეცვლა. იყავით მომართული გაუმჯობესებაზე, საკუთარი თავის სხვებზე წინ უნდა დააყენოთ.

მორიელი

დღეს არ გადაიტვირთოთ ემოციურად, ფიზიკურად და არც დასვენება დაივიწყოთ. ზედმეტი აქტივობა უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ ექსტრიმს.

მშვილდოსანი

მოერიდეთ კამათს, გარშემო მყოფებთნ განსხვავებული აზრის გამო. მეტი დრო დაუთმეთ სასარგებლოც ინფორმაციის მოძიებას. ჩაიწერეთ საინტერესო და ახლი იდეები.

თხის რქა

მოერიდეთ მწვავე დისკუსიას, კამათს და პრეტენზიას გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ. დაგეგმეთ მომავალი.

მერწყული

მშვიდად მოისმინეთ განსხვავებული აზრი. კარგი იქნება მეგობრებთან შეხვედრა და გულითადი საუბრები. ნუ იჩქარებთ ახალი იდეების განხორციელებას, სანამ ყველა დეტალს არ გაითვალისწინებთ.

თევზები

გირჩევთ დღეს გაარკვიოთ ყველაფერი მნიშვნელოვანი და გაიგოთ საჭირო ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, გქონდეთ წინსვლა. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას.