კურო - დაიცავით საკუთარი მოსაზრება, მაგრამ არა კამათით. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.
ტყუპი - კარგი დღეა მეგობრული წვეულების მოსაწყობად, ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. ზოგიერთი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებს.
კირჩხიბი - მხიარულებისა და ჰარმონიის დღეა. იყავით მეტად მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი - რთული საკითხების მოგვარების დღეა. მეგობრებისგან საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულება.
ქალწული - მოერიდეთ კამათსა და უსიამოვნებაზე დროის კარგვას. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და რაც მთავარია, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
სასწორი - გაგიუჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.
მორიელი - დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები.
მშვილდოსანი - ახლობლებს ახალი იდეები აქვთ და მათი თქვენთან ერთად განხილვა სურთ. იყავით გულისხმიერი და ღიმილიანი მათ მიმართ. არავინ განსაჯოთ, სანამ კარგად არ გაიცნობთ.
თხის რქა - იყავით აქტიური, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, შეხვდით მეგობრებს. იყავით ერთგული იმ საქმის და ადამიანის მიმართ, რაც თქვენთვის ძვირფასია.
მერწყული - იყავით ნაკლებამბიციური და აკეთეთ ის საქმე, რაც გამარჯვებისკენ მიგიყვანთ. დღეს ვალდებულებებს სხვას ვერ გადააბარებთ.
თევზები - გახსოვდეთ, პოზიტიური ცვლილებები მაშინ ხდება, როცა თავად ისწრაფვით მათკენ, მოდუნდით და დატკბით სასიამოვნო მოვლენებით.