ოთხშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:05-ზე, მთვარე კუროშია
საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობაა არ გირჩევთ. უმჯობესია, პასიურად დაისვენოთ. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი: ნუ აჰყვებით პროვოკაციას, არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. იყავით დაკვირვებული, რომ ან არაფერი გამოგრჩეთ, ან არაფერი დაკარგოთ.
კურო: ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით მეგობრული გარშემო მყოფების მიმართ. ჩაერთეთ საინტერესო საუბრებში. მუშაობისას დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი.
ტყუპი: აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ დაუფიქრებელი ფრაზების წარმოთქმას, ნაბიჯის გადადგმას. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში სასიამოვნო გარემოში.
კირჩხიბი: მეტად ჩაერთეთ საოჯახო საკითხების მოგვარებაში. ყურადღება გამოიჩინეთ ფულის გადარიცხვისას, ინტერნეტით რამის შეძენის დროს. დააკვირდით მიღებულ ინფორმაციას.
ლომი: ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობებში, საოჯახო თემებში. შეიძლება ახალ ბინაში მოგინდეთ გადასვლა, თუ საჩქარო არაა, მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლას დაელოდეთ.
ქალწული: პარტნიორებთან შეხვედრებისა და საქმეების მოგვარების დროს იყავით დაკვირვებული. არ გათქვათ საიდუმლო ინფორმაცია. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.
სასწორი: მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმიანობას. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, მკურნალობა, რათა აირიდოთ ქრონიკული დაავადებების გართულება.
მორიელი: შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, გადაიდოს შეხვედრა. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. საღამოს შეამცირეთ კონტაქტები, დაისვენეთ მშვიდ გარემოში.
მშვილდოსანი: მიზნების მისაღწევად ნუ მოცდებით ხელისშემშლელ ფაქტორებზე. იყავით დაკვირვებული. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. ამ უკანასკნელებს თქვენი ყურადღება ესაჭიროებათ.
თხის რქა: რთული საკითხების მოგვარება მეტ დაკვირვებას და მოთმინებას მოითხოვს. მსუბუქი საქმეც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს, თუ არ გააკონტროლებთ. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციებს.
მერწყული: დაგეგმეთ თითოეული შეხვედრა და საქმე. არ აჰყვეთ ემოციებს და მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრებს. კარგი იქნება, თუ ხშირად გახვალთ სუფთა ჰაერზე, დაელაპარაკებით თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს.
თევზები: არ ჩაერთოთ კამათში და ნუ ეცდებით, ოპონენტები თქვენს სიმართლეში აგრესიული მეთოდებით დაარწმუნოთ. მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან, მათი დახმარება დაგჭირდებათ.