კურო
იყავით ოპტიმისტურ განწყობაზე და გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევებთან, საყვარელ ადამიანთან. შეიძლება ახლობლების საქმეების მოგვარებამ მოგიწიოთ. გესტუმროთ ან თავად ესტუმროთ ნათესავებს.
ტყუპი
ახალი ნივთების შეძენას გადაწყვეტთ, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯის მომატებას გამოიწვევს. ახალი საქმეები ნათესავებთან შეთანხმებით მოაგვარეთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას.
კირჩხიბი
დიალოგი მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ. კრიტიკასა და შენიშვნას მშვიდად შეხვდეთ. მოერიდეთ ექსტრავაგანტურობას. საღამოს გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, რომანტიკული შეხვედრისთვის.
ლომი
მოიმატებს საქმეები, შეიძლება ახლობლებმა მნიშვნელოვანი ვალდებულებების მოგვარება დაგავალონ. საზღვარგარეთ მყოფებს შეიძლება სამშობლოს ნოსტალგია შემოაწვეთ.
ქალწული
ცვლილებები განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვს. შეიძლება შეგეცვალოთ სიტუაცია საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან. იყავით დაკვირვებული და ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.
სასწორი
მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. აკონტროლეთ გამონათქვამები, სიტყვები, საქციელი. მეტი დრო დაუთმეთ ბინაში ჰარმონიის შექმნას, სარემონტო საკითხების მოგვარებას.
მორიელი
თუ ახალი კლიენტების, პარტნიორების მოზიდვა გსურთ, თავად უნდა გააქტიურდეთ. იყავით პოზიტიური, დიპლომატიური. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იყავით დაკვირვებული მიმდინარე მოვლენებისადმი. თუ საშუალება გაქვთ, საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარი არ უთხრათ. მოიმატებს საოჯახო, სასიყვარულო ხარჯი.
თხის რქა
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, სასიყვარულო პარტნიორთან. აღადგინეთ გაწყვეტილი ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.
მერწყული
შეხვედრების (საქმიანი და რომანტიკული) დღეა. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მეტი დრო დაუთმეთ პირად ჯანმრთელობას, გამონახეთ დრო შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობისთვის.
თევზები
დღეს გართობასა და პირად სიამოვნებაზე წინ საქმეები უნდა დააყენოთ. მეტი დრო დაუთმეთ ბინაში ჰარმონიის შექმნას. გაიუმჯობესეთ რომანტიკული ცხოვრება.